1 0 : 2 6
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

პარლამენტში სიტყვით გამოსვლის დროს სენატორმა თავისი შვილი ძუძუთი კიდევ ერთხელ გამოკვება

სენატორმა ლარისა უოტერსმა პარლამენტში გამოსვლის დროს თავისი შვილი ძუძუთი გამოკვება. ვიდეორგოლს dailymail-ი აქვეყნებს.

ლარისა უოტერსი ავსტრალიელი პოლიტიკოსია, ის ქვინსლენდის სენატორია 2011 წლიდან. მისი პატარა გოგონა ალია ჯოი უკვე სამი თვის არის. სენატორმა ალია სხდომათა დარბაზში ძუძუთი წინა თვეშიც გამოკვება. "მწვანეთა პარტიის“ წევრი პირველი ქალი პოლიტიკოსია ავსტრალიაში, რომელმაც შვილს სხდომათა დარბაზში  ძუძუ აწოვა.

ავსტრალიის პარლამენტში ძუძუთი კვება ერთი წელია ნებადართულია, თუმცა აქამდე არცერთ პოლიტიკოს ქალს ეს უფლება არ გამოუყენებია. ასეთი ნებართვა 2015 წლის სკანდალის შემდეგ გასცეს, როდესაც პარლამენტში მისულ სახელმწიფო მინისტრს კეილი ოდუაერს, რომელიც ახალბედა დედა იყო, შვილის ძუძუთი კვების გამო მუშაობაში პრობლემები შეექმნა. ის იძულებული იყო, სხდომათა დარბაზიდან ხშირად გასულიყო.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები