1 0 : 2 9
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

პროფესია - ორგანოებით მოვაჭრე სასოწარკვეთილი ადამიანების მოძიება

აბუ ჯაფარი ორგანოებით ვაჭრობს და  თავალები სიამაყით ენთება, როცა ამაზე საუბრობს.

ის  ერთ-ერთ პაბში დაცვის სამსახურში მუშაობდა,  შემდეგ ის შეხვდა იმ ჯგუფს, რომელიც ორგანოებით ვაჭრობდა. მისი სამსახური არის ისეთი სასოწარკვეთილი ადამიანების პოვნა, რომლებიც ფულის გამო სხეულის ნაწილებს ყიდიან .. ასეთები კი სირიელი ლტოლვილების ნაკადია  ლებანონში.

‘’მე საგმირო საქმეს ვაკეთებ“ - ამბობს აბუ ჯაფარი. მისი თქმით, ბევრი სირიელი უბრალოდ საკუთარ სახლებში მოკვდა. ორგანოების დათმობა ამასთან შედარებით არაფერია. ‘’მე საგმირო საქმეს ვაკეთებ და ისინიც სარგენლობენ ამით“.

გასულ წელს 30-მა ლტოლვილმა მიყიდა ორგანოები მას. ჯაფერი ამბობს, რომ ვინც ლტოლვილად არაა დარეგისტრირებული, სასოწარკვეთილია, რადგან ვერ ახერხებს ორგანოების გაყიდვას. ზოგი მათგანი მათხოვრობს ქუჩაში, განსაკუთრებით ბავშვები. ამ სიტუაციაში კი ერთადერთი შესაძლებლობა ფულის სწრაფად შოვნის არის ორგანოების გაყიდვა.

აბუ ჯაფერი:’’ვიცი, რომ რასაც ვაკეთებ არალეგალურია, მაგრამ მე ვეხმარები ხალხს. ამ ადამინებს ფული უკეთესი ცხოვრებისთვის სჭირდებათ. მათ უნდათ მანქანა, თუნდაც იმისთვის, რომ ტაქსსის მძღოლად იმუშაონ ან სხვა ქვეყანაში წავიდნენ. მე ვეხმარები ასეთ ხალხს და ამიტომ არც ვფიქრობ კანონებზე.“

  აბუ ჯაფერი არაა მისი ნამდვილი სახელი. ის BBC-ის მხოლოდ ამ პირობით დათანხმდა ინტერვიუზე.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები