0 2 : 0 1
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

მთიანი ყარაბაღის სამშვიდობო ოპერაციებში რუსული სამხედრო ვერტმფრენებიც ჩაერთვებიან

მთიანი ყარაბაღის კონფლიქტის დარეგულირების მიზნით სამშვიდობო ოპერაციებში „მი-8“ და „მი-24“ ტიპის სამხედრო ვერტმფრენებიც ჩაერთვებიან, - ამის შესახებ ინფორმაციას რუსული მედია ავრცელებს.

მათივე ინფორმაციით, რუსეთის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის მთავარი ოპერატიული სამმართველოს უფროსმა სერგეი რუდსკოიმ განაცხადა, რომ ოთხშაბათს რუსეთმა მთიან ყარაბაღში 414 რუსი სამშვიდობო, რამდენიმე ათეული სამხედრო მანქანა, ტექნიკა და რვა სამხედრო ვერტმფრენი და დრონი გააგზავნა. მთიან ყარაბაღში რუსული კონტინგენტი, საერთო ჯამში, ცეცხლსასროლი იარაღით შეიარაღებული 1 960 სამხედრო მოსამსახურით, 90 ჯავშანტრანსპორტიორით, 380 ერთეულით ავტომობილითა და სხვა ტექნიკით იქნება წარმოდგენილი.

შეგახსენებთ, რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინს, აზერბაიჯანის პრეზიდენტ ილჰამ ალიევსა და სომხეთის პრემიერ-მინისტრ ნიკოლ ფაშინიანს შორის მთიან ყარაბაღში კონფლიქტის დასრულების მიზნით 9 ნოემბერს გაფორმებული ხელშეკრულება სხვა პირობებთან ერთად რეგიონში რუსი სამშვიდობოების განთავსებასაც ითვალისწინებს.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები