2 3 : 3 6
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

პოლიტიკა

სოციალური ღონისძიებების, ქორწილის, წვეულების, დაბადების დღის, ქელეხის გამართვა პირველი მარტიდან დაშვებული იქნება

სოციალური ღონისძიებების, ქორწილის, წვეულების, დაბადების დღის, ქელეხის გამართვა პირველი მარტიდან დაშვებული იქნება, – ამის შესახებ უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული ოპერაციული შტაბის უფროსმა გიორგი ღიბრაძემ განაცხადა.

ამასთან, მისივე თქმით, კვების ობიექტებზე, დახურულ სივრცეში ერთ მაგიდასთან დაშვებულ პირთა რაოდენობა ექვსიდან 10-მდე გაიზრდება, ხოლო ღია სივრცეში დასაშვებ პირთა რაოდენობა 10-დან 15 ადამიანამდე გაიზრდება.

„რაც შეეხება კვების ობიექტებს, საკოორდინაციო საბჭოზე მიღებულ იქნა გადაწყვეტილება, რომ დახურულ სივრცეში ერთ მაგიდასთან გაიზარდოს დაშვებულ პირთა რაოდენობა 10-მდე. მოგეხსენებათ, აქამდე იყო ექვსი და ღია სივრცეში პირთა რაოდენობა გაიზარდოს 15 ადამიანამდე არსებული 10-ის ნაცვლად. ასევე უქმდება სტუმართა მაქსიმალურ რაოდენობაზე არსებული შეზღუდვა.

რაც შეეხება სოციალურ ღონისძიებებს, იგივე ლოგიკით, რაც ჩამოვთვალე, დახურულ სივრცეში მაგიდასთან 10 ადამიანი და ღია სივრცეში 15 ადამიანი, შეიძლება სოციალური ღონისძიებების გამართვა, როგორიც არის ქორწილი, წვეულება, დაბადების დღე, ქელეხი და ასე შემდეგ“, – განაცხადა გიორგი ღიბრაძემ.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები