2 3 : 2 1
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

პოლიტიკა

ვერ ვიჯერებ, რომ ღარიბაშვილს ჯერ კიდევ არ დაურეკავს კიევში უკრაინელ კოლეგასთან – იან კელი

”საქართველო ბევრად მეტს უნდა აკეთებდეს. გულწრფელად ვამბობ, ცოტა იმედგაცრუებული ვარ, რომ საქართველო უფრო აქტიური არ არის. ვერ ვიჯერებ, რომ პრემიერს ჯერ კიდევ არ დაურეკავს კიევში თავის უკრაინელ კოლეგასთან” – განაცხადა, საქართველოს უკრაინის საკითხზე დუმილთან დაკავშირებით აშშ-ს ყოფილმა ელჩმა საქართველოში, იან კელიმ ”რადიო თავისუფლებისთვის” მიცემულ ინტერვიუში.

”ვფიქრობ, საქართველო ბევრად მეტს უნდა აკეთებდეს. გულწრფელად ვამბობ, ცოტა იმედგაცრუებული ვარ, რომ საქართველო უფრო აქტიური არ არის. ვერ ვიჯერებ, რომ პრემიერს ჯერ კიდევ არ დაურეკავს კიევში თავის უკრაინელ კოლეგასთან, ეს წარმოუდგენელია. არ მესმის, ან პრეზიდენტი, ან პრემიერი, რატომ არ მიმართავს კიევს და ამბობს – ჩვენ თქვენ გვერდში ვდგავართ.

თავჩაქინდრული თბილისი – ეს გულდასაწყვეტი სანახავია საქართველოს ნებისმიერი მეგობრისთვის. რატომ? თქვენ და კიევს ერთი და იგივე მიზნები გაქვთ – რატომ არ ამბობთ ამას? რატომ არ ეკითხებით ზელენსკის: რა შეუძლია საქართველოს, რა გავაკეთოთ თქვენს დასახმარებლად?

ვფიქრობ, ეს იმით აიხსნება, რომ მთავრობას არ სურს კრემლის ყურადღება მიიქციოს. გასაგებია. მაგრამ განა ეს მიდგომა უნდა ჰქონდეს ქვეყანას, როდესაც სტრატეგიული პარტნიორი, უკრაინა სამხედრო საფრთხის წინაშე დგას? ვერ დავეთანხმები ამ მიდგომას, ვფიქრობ, პირში წყლის ჩაგუბება დიდი შეცდომაა. რაც უფრო ჩაღუნავთ თავს, მით უფრო წააქეზებთ კრემლის აგრესიას.”- აცხადებს იან კელი.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები