1 0 : 2 8
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

ბიზნესი

თიბისიმ, ვაჭრობის დაფინანსებისთვის, სითი ბანკისგან 70 მლნ აშშ დოლარი მოიზიდა

 

თიბისიმ, ვაჭრობის დაფინანსებისთვის, სითი ბანკისგან 70 მილიონი აშშ დოლარი მოიზიდა. ეს ვაჭრობის დაფინანსების მიმართულებით, თიბისისა და სითი ბანკს შორის გაფორმებული რიგით მე-2 შეთანხმებაა.

 

„სითი ბანკისგან მოზიდული ფინანსური რესურსით მსხვილი კლიენტების ექსპორტისა და იმპორტის ტრანზაქციებს კიდევ უფრო აქტიურად დავაფინანსებთ. ამასთანავე, მოზიდული თანხა გააძლიერებს ბანკის პოზიციას ვაჭრობის დაფინანსების ბაზარზე, სადაც  თიბისის მიმდინარე წილი 47%-ია. ამ სფეროში, მსოფლიოს მასშტაბით, ყველა ძირითად საერთაშორისო ბანკთან და ფინანსურ ინსტიტუტთან ვთანამშრომლობთ და ბიზნესებს თანამედროვე პროდუქტებსა და მომსახურებას ვთავაზობთ. შედეგად, თიბისი ვაჭრობის დაფინანსების მიმართულებით არაერთი საერთაშორისო ჯილდოს მფლობელია“, - გიორგი თხელიძე, თიბისის გენერალური დირექტორის მოადგილე.

 

სითი ბანკი წამყვანი გლობალური ბანკია, რომელსაც 200 მილიონი მომხმარებელი ჰყავს და 160-ზე მეტ ქვეყანაში ოპერირებს. სითი ბანკი მომხმარებლებს, ორგანიზაციებს, მთავრობებსა და უწყებებს ფინანსური პროდუქტებისა და მომსახურების ფართო სპექტრს სთავაზობს, მათ შორის ეწევა ფიზიკური პირების საბანკო და საკრედიტო მომსახურებას, კორპორაციულ და საინვესტიციო საბანკო მომსახურებას, საბროკერო ოპერაციებს ფასიანი ქაღალდებით, ტრანზაქციების სერვისებსა და ქონების მართვას.

 

 

 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები