1 3 : 5 0
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

"ქუმსიშვილს ქვეყნიდან გაუსვლელობის ხელწერილი დააწერინეს, ალავიძე კი, საზღვარზე არ გაუშვეს " - გიორგი კაპანაძე

ეკონომიკისა და ფინანსთა ყოფილ მინისტრს, ექს ვიცე-პრემიერს დიმიტრი ქუმსიშვილს ქვეყნიდან გაუსვლელობის ხელწერილი დააწერინეს - ამის შესახებ სოციალურ ქსელში,  ინტერნეტ მედია ჯგუფის დამფუზნებელი,  გიორგი კაპანაძე წერს.

"ეონომიკისა და ფინანსთა ყოფილ მინისტრს, ექს ვიცე პრემიერს, დიმიტრი ქუმსიშვილს ქვეყნიდან გაუსვლელობის ხელწერილი დააწერინეს.
 
მეტიც, აეროპორტიდან უკან მიაბრუნეს და საზღვარზე არ გაუშვეს ინფრასტრუქტურის მინისტრი ალავიძე."- წერს კაპანაძე 

უნდა აღინიშნოს, რომ  ქუმსიშვილი და ალავიძეც, ყოფილი პრემიერის, გიორგი კვირიკაშვილის გუნდის წევრები იყვნენ.

თუ რატომ დაისაჯნენ ყოფილი მინისტრები ხელისუფლების მხრიდან ამ ფორმით, ჯერჯერობით უცნობია, თუმცა არ არის გამორიცხული , რომ ეს იმ კორუფციულ სკანდალებს უკავშირდებოდეს, რომლის შესახებაც მედია დიდი ხნის განმავლობაში წერდა 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები