0 0 : 3 2
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

სოც. მედია

"ახლავე გადამასვენებინეთ შვილი საქართველოში...ბოლოჯერ დამიდექით გვერდით!!! შვილი უკვე მკვდარი მყავს!"

პატარა ანასტასია ზაალიშვილის  მამას ფორმალობების გამო თურქეთში არ უშვებენ:
„წმინდა საფლავზე მოლოცილი ვაშლებით ხელში ზის 1 კვირაა იმ იმედით, რომ მიუტანს ტატასიას და ვერ გადადის საზღვარზე. მამას შვილი ისე მოუკვდა, რომ ვერც კი ჩაეხუტა. სამართალია ეს? სად არიან ახლა სხვადასხვა სტურქტურების დამცველები? როგორ არ გააკეთეს ოჯახზე ვიზა? როგორ ბოლომდე ტანჯეს და აწამეს ოჯახი?“ - ეს ინფორმაცია დედების ფონდში ვრცელდება. 
15 წუთის წინ კი თურქეთის კლინიკაში მყოფი, შვილმკვდარი დედის, ქეთის ლაივ ჩართვა გავრცელდა. დედა ითხოვს ბავშვის სასწრაფოდ საქართველოში გადმოსვენებას! როგორც მას განუმარტეს, კვლავ ფორმალობების გამო ის ღამის 12 საათამდე ვერ გადმოფრინდება საქართველოში! ქეთი ითხოვს სპეცრეისით გადმოაფრინონ საქართველოში! 
"ახლავე გადამასვენებინეთ შვილი საქართველოში! თქვენმა ფორმალობებმა შეიწირა ჩემი ანასტასია! ხალხო, ბოლოჯერ დამიდექით გვერდით!!! შვილი უკვე მკვდარი მყავს!"
სავარაუდოდ, სპეცრეისისთვის 18 ათასია საჭირო და ბავშვის დედა ამ თანხის ჩარიცხვას ითხოვს ანგარიშზე.

მარიამ ბიძინაშვილი: "! ! ! ! მივმართავ ყველა ჩემს მეგობარს, ახლობელს ნაცნობს, ვინც იმყოფებით თურქეთში, კერძოდ ქალაქ სტამბულში, ძალიან გთხოვთ მიდით კლინიკა Medical Park-ში და გვერდში დაუდეგით ანასტასია ზაალიშვილის დედას. გუშინ ანასტასიამ დაგვტოვა. ქეთი არის სრულიად მარტო, ერთი კვირაა ანასტასიაs მამას ძინავს სარფის საბაჟოსთან სკამზე, წმინდა ანასტასიას საფლავზე მოლოცვილი ვაშლებით, რომელიც თავის ანასტასიათან მიჰქონდა და წარსულში დეპორტის გამო არ უშვებენ თურქეთში. ქეთი არის სრულიად მარტო დაღუპულ შვილთან და ელოდება ფორმალობებს, რომ გადმოასვენონ, არის შეშლილი და ვერ მოდის გონს, ძალიან გთხოვთ თუ ვინმე გყავთ, არ აქვს მნიშვნელობა ვინ! უბრალოდ მივიდეს და გვერდში დაუდგეს, რომ ასე მარტო არ იყოს თავისი შვილის ცხედართან."

კომენტარები

მსგავსი სიახლეები