0 2 : 4 2
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

სოც. მედია

კერატინი - ქალბატონის საუკეთესო არჩევანი

ალბათ, ხშირად გიფიქრიათ რამდენი დრო იხარჯება თმის მოვლის საშუალებების პროცედურებზე, ასევე ხარჯზეც, რომლის გაანალიზებასაც ხშირად ვერ ვასწრებთ. ქალბატონების უმეტესობას უჭირს უარი თქვას სრულყოფილ ვარცხნილობაზე, რადგან სწორედ ვარცხნილობა განაპირობებს თავდაჯერებულობას, რომელიც ნებისმიერ საქმეში წარმატების მომტანია. რა გვჭირდება იმისთვის, რომ ორივე პრობლემა მოგვარდეს, თანაც ისე რომ შედეგი საუკეთესო იყოს?

რამდენიმე წელია მსოფლიოში აქტუალური გახდა კერატინით თმის გასწორება. თმის მოვლის პროცედურებში გამორჩეული პოზიციის დაკავებას, იმ ფაქტმაც შეუწყო ხელი, რომ ჰოლივუდის ვარსკვლავების უმეტესობა თმას სწორედ კერატინით ისწორებს. ვარსკვლავები მუდმივად ყურადღების ცენტრში არიან, მათ არ ასვენებენ პაპარაცები, საზოგადოებასაც უყვარს დეტალურად დაკვირვება თუ როგორ გამოიყურებიან, როგორი ვარცხნილობა აქვთ. საიდუმლო გამჟღავნებულია, როგორც  კი დაინახავთ ჯანსაღ, მბზინვარე, სწორ და დატენიანებულ თმას, გახსოვდეთ, რომ ეს კერატინია. 

კერატინი არის საუკეთესო საშუალება, რათა ყოველდღიურობის დრო და ხარჯი დავზოგოთ და ვარსკვლავების მსგავსად, ჩვენც მუდმივად სრულყოფილი ვარცხნილობა გვქონდეს.

კერატინის თმის გასწორების პროცესი დაახლოებით 3 საათის განმავლობაში გრძელდება, რომ დავფიქრდეთ, ყოველკვირეულად სალონებში გატარებული დრო თვის განმავლობაში, ბევრად უფრო აღემატება ერთჯერად პროცედურაში დახარჯულ დროს, რომლის შედეგადაც თმა 6 თვის განმავლობაში უნიკალურად გამოიყურება. თმა აღიდგენს სტრუქტურას, იძენს მბზინვარებასა და განახლებულ იერს. ასევე ვზოგავთ თანხასაც, რომელიც ყოველკვირეულ სალონურ მომსახურებებს მიაქვთ, ერთჯერადი კერატინის გაკეთების შემდეგ, Jungle Fever Georgia უზრუნველყობს, რომ მომხმარებელმა კერატინის შესანარჩუნებელი შამპუნი და ნიღაბი ადგილზევე შეიძინოს. Jungle Fever Beauty Studio-ში კერატინის მოყვარულთათვის სრული კომპლექტია: თმის გასწორების პროცედურისა და უსულფატო შამპუნებისა და ნიღბების სახით.

კერატინი ქალბატონებს უადვილებს ყოველდღიურ რუტინას, უზოგავს დროსა და ბიუჯეტს. საუკეთესო არჩევანია მაშინ, როდესაც ზრუნავ შენს თავზე და ცდილობ, საკუთარი სილამაზისთვის არაფერი დაიშურო, მითუმეტეს მოსახერხებელი და კომფორტული პროცედურა, რომელიც შეცვლის შენს თითოეულ დღეს.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები