0 2 : 5 7
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

სოც. მედია

ქართულ ბაზარზე "ღორჯო ყრდელზე" გამოჩნდა - ჩცდ სპეციალურ განცხადებას აქვეყნებს

ჩემი ცოლის დაქალები სპეციალურ განცხადებას აკეთებს, რომელსც უცვლელად გთავაზობთ:
"მეგობრებო, გვსურს განგიმარტოთ, რომ ერთერთ სუპერმარკეტში ახალახანს გამოჩენილ სალათს, სახელწოდებით "ღორჯო ყრდელში" არანაირი კავშირი არ აქვს ფორმულა კრეატივთან, ბათე ჯენერალსთან და ჩვენს სერიალთან.

სუპერმარკეტების ქსელმა ჩვენი სერიალის ერთერთი პერსონაჟის, ლუნა მაზიაშვილის მოფიქრებული და სერიალში არაერთხელ გაჟღერებული კერძი "ღორჯო ყრდელში", ჩვენთან ყოველგვარი წინასწარი შეთანხმების ან ნებართვის გარეშე დაარქვა გაურკვეველი შემადგენლობის მქონე სალათს და ჩაუშვა გაყიდვაში.

შესაბამისად, ვემიჯნებით სუპერმარკეტის მიერ მყიდველის შეცდომაში შეყვანის მცდელობას - თუ შეიძენთ ნუ გეგონებათ, რომ ჩვენი ლუნას საფირმო სალათს მიირთმევთ. გაუზიარეთ ეს ინფორმაცია მეგობრებსაც."

კომენტარები

მსგავსი სიახლეები