1 0 : 4 8
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მთავარი თემა

ერთი წლის განმავლობაში თევზეული 10%-ით, ზეთი და ცხიმი 17.3%-ით, პური და პურპროდუქტები 7.8%-ით, რძე, ყველი და კვერცხი 6%-ით გაძვირდა - საქსტატი

ერთი წლის განმავლობაში თევზეული 10 პროცენტით, ზეთი და ცხიმი 17.3%-ით, პური და პურპროდუქტები 7.8 პროცენტით, რძე, ყველი და კვერცხი 6 პროცენტით გაძვირდა.

საქსტატმა ოქტომბრის ინფლაციის მაჩვენებელი გამოაქვეყნა რომლის მიხედვითაც, ოქტომბერში წლიური ინფლაციის დონემ 3.8 პროცენტი შეადგინა.

უფრო დეტალურად, წლიური ინფლაციის ფორმირებაზე ძირითადი გავლენა იქონია ფასების ცვლილებამ შემდეგ ჯგუფებზე: სურსათის და უალკოჰოლო სასმელების ჯგუფში ფასები გაიზარდა 5.5 პროცენტით, რაც წლიურ ინფლაციაზე 1.74 პროცენტული პუნქტით აისახა.

ფასები მომატებულია შემდეგ ქვეჯგუფებზე: ზეთი და ცხიმი (17.3 პროცენტი), ყავა, ჩაი და კაკაო (13.6 პროცენტი), თევზეული (10.3 პროცენტი), პური და პურპროდუქტები (7.8 პროცენტი), რძე, ყველი და კვერცხი (6 პროცენტი), შაქარი, ჯემი და სხვა ტკბილეული (4.5 პროცენტი), მინერალური და წყაროს წყალი, უალკოჰოლო სასმელები და ნატურალური წვენები (4.2 პროცენტი), ხორცი და ხორცის პროდუქტები (3.5 პროცენტი), ბოსტნეული და ბაღჩეული (2.2 პროცენტი). ამასთან, ფასები შემცირებულია ხილსა და ყურძენზე (-3.2 პროცენტი).

ჯანმრთელობის დაცვის ჯგუფში ფასები მომატებულია 9 პროცენტით, რაც 0.73 პროცენტული პუნქტით აისახა წლიურ ინდექსზე. ფასები გაიზარდა სამედიცინო პროდუქციის, აპარატურისა და მოწყობილობის (13.5 პროცენტი) და ამბულატორიული სამედიცინო მომსახურების (11.8 პროცენტი) ქვეჯგუფებზე.

ალკოჰოლური სასმელების და თამბაქოს ჯგუფში დაფიქსირდა ფასების 9 პროცენტიანი მატება. შესაბამისად, ჯგუფის წვლილმა წლიურ ინდექსში 0.59 პროცენტული პუნქტი შეადგინა. ფასები გაიზარდა როგორც თამბაქოს ნაწარმზე (13.5 პროცენტი), ასევე ალკოჰოლურ სასმელებზე (5.1 პროცენტი).

ტრანსპორტის ჯგუფში ფასები შემცირდა 6 პროცენტით. შესაბამისად, წლიურ ინდექსში ჯგუფის წვლილმა -0.74 პროცენტული პუნქტი შეადგინა. ფასების კლება დაფიქსირდა ქვეჯგუფებზე: პირადი სატრანსპორტო საშუალებების ექსპლუატაცია (-8.0 პროცენტი) და სატრანსპორტო მომსახურება (-4.2 პროცენტი). ამასთან, ფასები მომატებულია სატრანსპორტო საშუალებების შეძენაზე (5.1 პროცენტი). 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები