2 1 : 3 5
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

ბიზნესი

93%-ით გაზრდილი გაყიდვები და სამომავლო გეგმები – „ვოლვო ქარ კავკასია” 2024 წლის I კვარტალს აჯამებს

ვოლვო ქარ კავკასია“,  რომელიც ამიერ კავკასიისა და შუა აზიის მასშტაბით პრემიუმ კლასის შვედური ავტომობილების ექსკლუზიური დილერია, 2024 წელს გაყიდვების გაზრდილი მაჩვენებლებით იწყებს. 2023 წლის პირველ კვარტალთან შედარებით, 2024-ში გაყიდვების მაჩვენებელი  93%-ით გაიზარდა. ზრდის ტენდენცია ნარჩუნდება ყველა ბაზარზე, თუმცა გაყიდვების მიმართულებით წამყვანი მაინც საქართველოა და მასზე გაყიდული ავტომობილების 50% მოდის, მაღალი ზრდა დაფიქსირდა აზერბაიჯანშიც და საერთო გაყიდვების მაჩვენებელში 40%-იანი წილი დაიკავა, 10%-იანი წილი კი სომხეთს ეკუთვნის.

გაყიდვების რეკორდული ზრდა დააფიქსირა Volvo Cars-მა გლობალურ ბაზარზეც. მარტის თვეში ბრენდმა 78,970 მანქანა გაყიდა, რაც  25 %-ით აღემატება გასული წლის იმავე თვის მაჩვენებელს, ხოლო ერთი თვის განმავლობაში გაყიდული ავტომობილების ყველა დროის ყველაზე მაღალი შედეგია.

გაგა კოხრეიძე,  „ვოლვო ქარკავკასიის“  დირექტორი:  ზრდის განმაპირობებელი რამდენიმე ფაქტორი იყომათ შორის უპირველესია ისრომ  VOLVO-  პოპულარობა იზრდება როგორც საქართველოშიისე რეგიონის ქვეყნებშიასევემნიშვნელოვანი ფაქტორი იყო საქართველოში ახალი შოურუმისა და სერვის ცენტრის გახსნარომელიც გასული წლის დეკემბრიდან ემსახურება მომხმარებელსჯამური გაყიდვების მაჩვენებლებზე საგრძნობლად იმოქმედა აზერბაიჯანის ბაზარზე დაფიქსირებულმა ზრდამრომელიც პირველად მიუახლოვდა საქართველოს გაყიდვებსერთ-ერთი ფაქტორი  Volvo- სამოდელო რიგის მრავალფეროვნებაამოთხოვნა გაზრდილია პრემიუმ კლასის როგორც  .. „Mild hybrid“,  ისე„Plug-in hybrid“  მოდელებზეაქტიურია „Volvo-“ სრულად ელექტრიფიცირებული მოდელებიც“.

რაც შეეხება გაყიდვების ლიდერ მოდელებს, 2024 წლის პირველ კვარტალში ყველაზე გაყიდვადი XC90 და XC60 იყო, შემდეგი ყველაზე მოთხოვნადი მოდელი კი ბიზნეს კლასის სედანი S90-ია. წინა წელთან შედარებით, XC60-ის გაყიდვები 129%-ით არის გაზრდილი, ხოლო XC90-ის 37%-ით.

დამუხტვად ჰიბრიდებს მთლიანი გაყიდვების  27%-იანი წილი უჭირავს, რაც, წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, თითქმის 50%-იანი ზრდაა. 2024 წლის პირველ კვარტალში ელექტრომობილების წილი 8%-მდეა გაზრდილი, თუმცა „ვოლვო ქარ კავკასიაში“  მოლოდინი აქვთ, რომ 2024 წლის განმავლობაში ელექტრომობილებზე მოთხოვნა გაიზრდება, რადგან ბაზარზე ბრენდის სრულად ელექტრული EX30 გამოჩნდება. შვედური ბრენდის სრულიად ახალი ელექტრომობილი ქართულ ბაზარზე ზაფხულის დასაწყისში იქნება ხელმისაწვდომი, აღსანიშნავია, რომ წინასწარი შეკვეთები „ვოლვოქარ საქართველოს“  მიღებული აქვს. EX30 ბაზარზე პრემიუმ ხარისხითა და კონკურენტული ფასით შემოდის. 

გაგა კოხრეიძე, „ვოლვო ქარ კავკასიის“  დირექტორი:  მიმდინარე წლის მესამე კვარტალში აზერბაიჯანში ახალი შოურუმი გაიხსნება და საკმაოდ მოცულობითი ინვესტიცია განხორციელდებაეს ფაქტი დადებითად იმოქმედებს ბრენდის პოპულარობაზე და გაყიდვების კიდევ უფრო მეტად ზრდას ველითდიდ იმედებს ვამყარებთ EX30-ზე,  Volvo- სრულად ელექტრიფიცირებულ მოდელზერომელიც ძალიან კონკურენტული ფასით შემოვა ბაზარზეასევე წლის ბოლოს ველოდებით VOLVO- ფლაგმანსსრულად ელექტრულ EX90-რომლის მიმართაც ინტერესი უკვე დიდიაასევე ვმუშაობთ უზბეკეთისა და ყაზახეთის ბაზრების ათვისებაზე დაჯამში, 2024 წლის 60%-65%-იანი ზრდით დახურვას ვგეგმავთ“. 

რაც შეეხება გლობალურ ბაზარს, Volvo Cars-ისელექტრიფიცირებული მოდელების ხაზის გაყიდვები, სრულად ელექტრო ან plug-in ჰიბრიდული ძრავით, 24 %-ით გაიზარდა გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით. ჯამში გაიყიდა 33,558 ელექტრო ავტომობილი, რაც საერთო გაყიდვების 42 პროცენტს შეადგენს გლობალურად.

--

თეგეტა ჰოლდინგის ერთ-ერთ მიმართულებაშითეგეტა ქარსში შემავალი კომპანია ვოლვო ქარ კავკასია შვედური ბრენდის „ვოლვოს“ ოფიციალური იმპორტიორია ამიერ კავკასიასა და შუა აზიაშიკომპანია პრემიუმ კლასის ავტომობილების ექსკლუზიური მომწოდებელია საქართველოშიუზბეკეთშისომხეთსა და აზერბაიჯანშიკომპანია მომხმარებელს  SUV-ებსსედანებსა და უნივერსალებს სთავაზობსმათ შორის არის როგორც დამუხტვადი ჰიბრიდებიისე შიგა წვის ძრავიანი უახლესი მოდელები და ელექტრომობილებიშოუ რუმის გარდამომხმარებელს შესაძლებლობა აქვსვებ გვერდზე ავტომობილი 360-გრადუსიანი სისტემით დისტანციურად დაათვალიეროს და კონფიგურატორის დახმარებით სასურველი კომპლექტაციის მოდელის ააწყოსრომლის ჩამოყვანასაც „ვოლვო ქარ კავკასია“ უზრუნველყოფს.

 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები