1 1 : 1 1
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

ტელეფონების გარეშე და 10 საათი მატარებელში. როგორ მომზადდა ბაიდენის საიდუმლო მოგზაურობა კიევში

თეთრი სახლის ოფიციალური პირები ჯო ბაიდენის მოულოდნელ ვიზიტს კიევში – ომის ზონაში მდებარე და მუდმივად თავდასხმის ქვეშ მყოფ ქალაქში აღწერენ როგორც “თანამედროვე დროში უპრეცედენტოს”.

ისინი იხსენებენ, რომ აშშ-ს პრეზიდენტების წინა ვიზიტები ერაყსა და ავღანეთში გამაგრებული და მხარდაჭერილი იყო  ამ ქვეყნებში დისლოცირებული ამერიკელი სამხედრო პერსონალით.

და მიუხედავად იმისა, რომ ჟურნალისტები აქტიურად განიხილავდნენ ბაიდენის უკრაინაში მოგზაურობის შესაძლებლობას, ეს მოვლენა ყველასთვის მოულოდნელი იყო.

მისი გამოჩენა პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკისთან კიევის გულში იმ მომენტში, როდესაც ქალაქში საჰაერო თავდასხმის სირენა გაისმა, ბევრად უფრო ძლიერი განცხადია, ვიდრე ნებისმიერი სიტყვა, რომელიც შეიძლება წარმოთქმული იყოს პოლონეთში გამოსვლის დროს.

ტელეფონების გარეშე

გეგმის მიხედვით  ორშაბათს ბაიდენი აშშ–დან ვარშავაში ორდღიანი ვიზიტით უნდა გაფრენილიყო.

მაგრამ გამოქვეყნებულ მოგზაურობის განრიგში აშარად ჩანდა საეჭვოდ დიდი თავისუფალი პერიოდები, რამაც ბევრს აფიქრებინა, რომ , ეს შეიძლებოდა ყოფილიყო დრო, რომელიც ბაიდენს  უკრაინაში გამგზავრებისთვის გამოეყენებინა.

თეთრ სახლში ყოველდღიურ ბრიფინგებზე დამსწრე რეპორტიორები მუდმივად კითხულობდნენ ასეთი ვიზიტის შესაძლებლობის შესახებ. მაგრამ მათ ეუბნებოდნენ,  რომ არ იყო დაგეგმილი ზელენსკისა და ბაიდენის შეხვედრა და აშშ-ის პრეზიდენტის განრიგში “ამ ეტაპზე“ არ არის არანაირი გაჩერებები ვარშავის მიღმა.

კიევში მოგზაურობის შესახებ საბოლოო გადაწყვეტილება მხოლოდ პარასკევს მიიღეს, თუმცა ის მრავალი თვის განმავლობაში იგეგმებოდა აშშ-ს პრეზიდენტის ადმინისტრაციის რამდენიმე მაღალი თანამდებობის პირის მონაწილეობით.

კვირას, ბაიდენის ოფიციალური ვიზიტის განრიგში  ნათქვამი იყო, რომ ის ვარშავაში გაფრინდება ადგილობრივი დროით 19:00 საათზე ორშაბათს საღამოს. ფაქტობრივად კი საპრეზიდენტო თვითმფრინავი კვირას დილის 04:15 საათზე გაფრინდა.

ბორტზე განზრახ იმყოფებოდა მხოლოდ ყველაზე აუცილებელი პერსონალისგან, სამედიცინო ჯგუფისა და უსაფრთხოების პერსონალისგან შემდგარი მცირე დელეგაცია.

პრეზიდენტთან ერთად გამგზავრების უფლება მხოლოდ ორ ჟურნალისტს მიეცა. მათგან მოითხოვეს დუმილის შენარჩუნება, სანამ ბაიდენი კიევში ჩავიდოდა.

აშშ-ის ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში მრჩევლის ჯეიკ სალივანის თქმით, გამგზავრებამდე რამდენიმე საათით ადრე რუსეთი ბაიდენის ვიზიტის შესახებ ინფორმირებული იყო. მისი თქმით, ეს გაკეთდა “დეკონფლიქტაციის მიზნით”. “მე არ ვიტყვი, როგორ უპასუხეს მათ ან რა იყო ჩვენი მესიჯი, მაგრამ შემიძლია დავადასტურო, რომ ჩვენ გავეცით ასეთი გაფრთხილება”, – თქვა სალივანმა.

ძლიერი გზავნილი ამერიკული საზოგადოებისთვის

ჯო ბაიდენმა კიევში მიმავალ მატარებელში 10 საათი გაატარა. მას შეეძლო უკრაინის ტერიტორიაზე სხვა ადგილს წვეოდა,  სადაც მოხვედრა უფრო ადვილი იყო, მაგრამ სიმბოლური თვალსაზრისით მნიშვნელოვანი კიევი აირჩია.

როგორც დასავლური მედია წერს, ბაიდენის მოგზაურობა მიზნად ისახავს მოსკოვს აჩვენოს, რომ თეთრ სახლს მტკიცედ აქვს გადაწყვეტილი დაეხმაროს კიევს – მაგრამ ის ასევე ძლიერ გზავნილს უგზავნის ამერიკელ ამომრჩეველს.

გასულ კვირას ბაიდენის სპიკერს კარინე ჟან-პიერს ჰკითხეს გამოკითხვების შესახებ, რომლებმაც აჩვენა, რომ ამერიკელებში უკრაინის მხარდაჭერის გარკვეული შემცირება შეიმჩნევა.

მან უპასუხა, რომ შეერთებული შტატების პრეზიდენტის გამოსვლები მიმართულია ამერიკელი ხალხისადმი – ისევე, როგორც  მთელი მსოფლიოს მოსახლეობისადმი. თავისი ვიზიტით ბაიდენი თვალსაჩინო  პასუხს აძლევს რესპუბლიკურ უმცირესობას, რომელიც სვამს კითხვებს იმის შესახებ, თუ რამდენ ხანს შეუძლია შეერთებული შტატებს დაეხმაროს უკრაინას.

ამასობაში, ბაიდენის მოულოდნელი ვიზიტის გამო, ბევრ ჟურნალისტს, მოუწია პოლონეთში გაფრენა თვითმფრინავით, რომელსაც არ აქვს ცნობილი  სახელწოდება „ბორტი ნომერი ერთი“. ის გამოიყენება მხოლოდ მაშინ, როდესაც ბორტზე შეერთებული შტატების პრეზიდენტი იმყოფება.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები