2 0 : 2 0
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

ბიზნესი

თიბისიმ და თიბისი ლიზინგმა, “ინფრასტრუქტურის მშენებელთა ასოციაციის“ წევრი კომპანიების შეხვედრაში მიიღეს მონაწილეობა

“ინფრასტრუქტურის მშენებელთა ასოციაციამ” წევრი კომპანიების ტრადიციული შეხვედრას უმასპინძლა. ღონისძიებაში, როგორც ასოციაციის წევრებმა, მონაწილეობა მიიღეს თიბისიმ და თიბისი ლიზინგმა.

 

შეხვედრის ფარგლებში, ასოციაციის ახალი წევრი კომპანიების - სამშენებლო ინდუსტრიის მნიშვნელოვანი წარმომადგენელების პრეზენტაცია გაიმართა, რომელთა მიმართულებებიც განსხვავებული და მრავალფეროვანია.

 

ღონისძიება 2 ნაწილისაგან შედგებოდა. პირველ ნაწილში, პრეზენტაციები და პანელური დისკუსია ჩატარდა. საერთო კრების ფარგლებში, ასოციაციის წევრმა კომპანიებმა ინდუსტრიისათვის აქტუალური საკითხები განიხილეს და ამ საკითხებთან მიმართებით პოზიციებზე ჩამოყალიბდნენ. ღონისძიების მეორე ნაწილი კი, არაფორმალურ გარემოში კომუნიკაციას დაეთმო.

 

„თიბისი ლიზინგის პორტფელის ფაქტობრივად მესამედი ინფრასტრუქტურის მიმართულებაზე მოდის. ჩვენი კომპანია მსხვილი პროექტების კონტრაქტორების და ქვეკონტრაქტორების ფინანსური მხარდამჭერია. სწორედ ამიტომ,  მოხარული ვართ, რომ  ინფრასტრუქტურის მშენებელთა ასოციაციასთან მჭიდრო პარტნიორული ურთიერთობის ფარგლებში, მოგვეცა საშუალება ვყოფილიყავით ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ღონისძიების სპონსორი და კიდევ უფრო მეტი ინფორმაცია მიგვეწოდებინა დამსწრე საზოგადოებისთვის ჩვენი ფინანსური პროდუქტების შესახებ”, - ზურაბ გუგუშვილი, თიბისი ლიზინგის კომერციული დირექტორი.

 

ცნობისთვის, 19 წელია, რაც "თიბისი ლიზინგი“  საქართველოში ოპერირებს. მოცემულ ეტაპზე, ბაზრის 76%-ით ის მოწინავე სალიზინგო კომპანიას წარმოადგენს. მისი მართვის ქვეშ 300 მილიონამდე ლარის მოცულობის პორტფელია, რომელიც დივერსიფიცირებულია ინდუსტრიების მხრივ და მოიცავს ქვეყნის ეკონომიკის ყველა სექტორს, მათ შორის მშენებლობას, დეველოპმენტს, მომსახურებას, საგზაო მშენებლობას, მედიცინას, სოფლის მეურნეობას, ვაჭრობას, ჰორეკას, მსუბუქ მრეწველობას, განახლებად ენერგიას, საავტომობილოს, ტექნოლოგიას, მედია და ტელეკომუნიკაციას და პოლიგრაფიას.

 

 

 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

  • 19:39

    Med Award - ყოველწლიური სამედიცინო დაჯილდოება...

    Med Award - ყოველწლიური სამედიცინო დაჯილდოება, 2025 წლის 16 თებერვალს, სასტუმრო შერატონ გრანდ თბილისი მეტეხი პალასში გაიმართება. გამარჯვებულებს გადაეცემათ Med Award-ს ჯილდოები, სიგელები და სხვა სპეცი...

  • 09:16

    ახალი თიბისი ბარათი მომაბეზრებელი კითხვების გარეშე...

      თიბისიმ სრულიად განსხვავებული, ინოვაციური პროდუქტი -  თიბისი ბარათი შექმნა, რომელიც მომაბეზრებელი კითხვების გარეშე, მომხმარებლის ყველა მოთხოვნას აკმაყოფილებს და მის ყოველდღიურობას მნიშვნელ...

  • 15:33

    თიბისიმ საქართველოსთვის გაზიარებული სურვილები მთელ...

    ახალი წლის დღეებში, თბილისის და საქართველოს სხვა დიდი ქალაქების მონიტორებზე, ერთხელ მაინც შეგხვდებოდათ ადამიანების მიერ გამოგზავნილი 2025 წლის გულწრფელი სურვილები. თიბისიმ საქართველოსა და მის ფარგლებ...

  • 11:31

    თიბისი ბიზნესების მხარდასაჭერად...

    ბიზნესების მხარდასაჭერად, თიბისიმ, Glovo-სთან და Mymarket-თან ერთად, სპეციალური ინიციატივა წამოიწყო, რომელიც ერთი მხრივ, ქვეყანაში შექმნილი ვითარების შედეგად დაზარალებული და Happyeuyear-ის პლატფორმაზ...

  • 19:17

    თიბისი თავის საკომუნიკაციო არხებს საახალწლოდ ხალხს...

    ქვეყანაში მიმდინარე მოვლენების გამო, თიბისი საახალწლო კამპანიას არ გაუშვებს. სანაცვლოდ, ყველა იმ საკომუნიკაციო არხს, რომელშიც ტრადიციულად თიბისის რეკლამები თავსდება, მოქალაქეებს დაგითმობთ, რომ თქვენი ...

  • 19:14

    PSP Pharma განცხადებას ავრცელებს: „ამ ისტორიას ა...

    გუშინ ტელეკომპანია „იმედმა“ და „რუსთავი 2“-მა გაავრცელეს ინფორმაცია, თითქოს, PSP Pharma  ჩართულია მასშტაბურ ეკონომიკურ ურთიერთობაში და აქვს უდიდესი შემოსავალი რუსეთიდან.&...

  • 13:33

    თიბისი და საქართველოს ბანკი ერთად ქართველი ხალხ...

    ქვეყანაში  შექმნილი ვითარების შედეგად  დაზარალებული მოქალაქეებისა  და ბიზნესების მხარდასაჭერად, საქართველოს ორი ყველაზე დიდი ფინანსური ინსტიტუტი - თიბისი და საქართველოს ბანკი გაერთიანდა...