1 7 : 1 0
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

სოც. მედია

“ჰელფების კამპანია ახალი დაწყებული რომ იყო გოგომ მომწერა, ახალი საწოლი მინდა გაჩუქოთო,მოტანისას ატირებულმა მითხრა, რომ 13 წელია შვილზე ოცნებობს…”

სამოქალაქო აქტივისტი გიგა მაქარაშვილი სოციალურ ქსელში წერს:

“29 ნოემბერს, სულ ახალი დაწყებული იყო ჰელფების კამპანია, ერთმა გოგომ მომწერა, სულ ახალთახალი საწოლი მაქვს და მინდა გაჩუქოთო , რომ მოიტანა, ჩავეხუტე, მადლობა ვუთხარი და ატირებულმა მითხრა, რომ 13 წელია შვილზე ოცნებობს და ამისთვის წინასწარ აქვს ყველაფერი მომზადებული, მაგრამ ახლა გადაწყვიტა მისთვის გამატანოს ვისაც პატარა ყავს სახლში და ეს საწოლი ძალიან სჭირდება!ბევრი ვიტირეთ ორივემ . ახლა მწერს ორსულად ვარო . ჰო და გადავწყვიტე პატარა რომ გაჩნდება, საწოლი ჰელფების სახელით ვუყიდო. ჩემო კარგო ქვეყანავ საგიჟეთია, ნამდვილი, კეთილი საგიჟეთი” – წერს გიგა მაქარაშვილი.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები