1 5 : 4 6
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

კლინიკა „ენმედიციმ“ 25 395 ადამიანი უფასოდ გასინჯა.

"ენმედიცის” საქველმოქმედო პროექტი „ნაბიჯი ჯანმრთელობისაკენ“

კლინიკა "ენმედიცი“ 2013 წლიდან  ახორციელებს საქველმოქმედო პროექტს „ნაბიჯი ჯანმრთელობისაკენ“, რომლის მიზანია მოსახლეობისათვის უფასოდ, სამედიცინო დახმარების გაწევა.

აქცია გულისხმობს საქართველოს რეგიონებში მოსახლეობის პროფილაქტიკურ გასინჯვებს სხვადასხვა ექიმის მონაწილეობით.

ესენია: ენდოკრინოლოგი, ბავშვთა ენდოკრინოლოგი, ნევროლოგი, თერაპევტი, პედიატრი, კარდიოლოგი, დერმატო-ვენეროლოგი, ოფთალმოლოგი, გინეკოლოგი, ოტორინოლარინგოლოგი, ნეფროლოგი, ანგიოლოგი... გასინჯვებისას, ასევე, ხორციელდება კლინიკურ-დიაგნოსტიკური და ექოსკოპიური გამოკვლევები.

გასინჯვები ტარდება კლინიკის მიერ ორგანიზებული უფასო აქციების ფარგლებში და მოიცავს ქვეყნის სხვადასხვა რეგიონს, მათ შორის მაღალმთიან და საზღვრისპირა რაიონებსაც.

„კლინიკა „ენმედიცი“ სოციალური პასუხისმგებლობის კუთხით ცდილობს, მის ხელთ არსებული საშუალებებით  გაუწიოს საქართველოს მოსახლეობას გარკვეული დახმარება.

მორიგი საქველმოქმედო აქცია ჩატარდა 2018 წლის 14 აპრილს ქ.გურჯაანში.  პაციენტებს საჩუქრად გადაეცათ მედიკამენტები, მათ შორის დიაბეტით დაავადებულებს გლუკომეტრები.

2013 წლიდან დღემდე კი, კლინიკის წარმომადგენლები 67 -ჯერ იმყოფებოდნენ საქართველოს სხვადასხვა რეგიონში და მთლიანობაში უფასო გამოკვლევები ჩაუტარდა 25 395 ადამიანს, რამაც მოსახლეობას დაავადებების ადრეული გამოვლენისა და დროული მკურნალობის საშუალება მისცა“  - აღნიშნავს პროექტის ხელმძღვანელი, ნანა მახარაძე.

გარდა ამისა, კლინიკა, პროექტი „ნაბიჯი ჯანმრთელობისაკენ“  ფარგლებში,   ყოველწლიურად ატარებს სხვადასხვა ტიპის საქველმოქმედო აქციებს, როგორიცაა: „ენმედიცი ჭარბი წონის წინააღმდეგ“;  უფასო გასინჯვები მრავალშვილიანი ოჯახებისთვის და სხვა.

კლინიკა „ენმედიცი“ მომავალშიც აქტიურად გეგმავს რეგიონებში გასვლებს და  მსგავსი ტიპის აქციების განხორციელებას. 
შემოგვიერთდით ფეისბუქზე
Enmedic Clinic • კლინიკა ენმედიცი

კომენტარები

მსგავსი სიახლეები