0 8 : 2 5
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

UNESCO - მსოფლიოში, გასულ წელს, 86 ჟურნალისტი მოკლეს

მსოფლიოში, გასულ წელს, მოკლული ჟურნალისტების რიცხვი მნიშვნელოვნად გაიზარდა მას შემდეგ, რაც წინა სამი წლის განმავლობაში კლება დაფიქსირდა, - ამის შესახებ UNESCO-ს ანგარიშშია აღნიშნული.

ორგანიზაციის ინფორმაციით, 2022 წელს ჟურნალისტების მკვლელობის 86 შემთხვევა დაფიქსირდა, მათგან 19 მექსიკაში მოკლეს, 10 - უკრაინაში, 9 - ჰაიტიზე.

UNESCO-ს გენერალური დირექტორის, ოდრი აზულეის განცხადებით, 2022 წლის განმავლობაში მოკლული ჟურნალისტების რაოდენობა საგანგაშო იყო.

„ხელისუფლებებმა უნდა გააორმაგონ ძალისხმევა, რათა ბოლო მოეღოს ამგვარ ამ დანაშაულებს და უზრუნველყონ დამნაშავეების გასამართლება, რადგან გულგრილობა ძალადობის ამ კლიმატის მთავარი ფაქტორია”, - აღნიშნა აზულემ.

UNESCO-ს წინა ანგარიშების მიხედვით, 2019 წლიდან 2021 წლამდე წელიწადში საშუალოდ 58 ჟურნალისტი მოკლეს, 2021 წელს კი ჟურნალისტების 55 მკვლელობა დაფიქსირდა. აღნიშნულ სამ წელიწადი ჟურნალისტების მკვლელობის შემთხვევების მნიშვნელოვანი კლება დაფიქსირდა 2018 წელთან შედარებით, როდესაც მსოფლიოში 99 ჟურნალისტი მოკლეს.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები