2 3 : 0 5
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

პუტინი ყირიმის ხიდზე იმყოფებოდა - მედიის ცნობით, ხიდის აღდგენილ ნაწილზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა განახლდა

 რუსული მედიის ცნობით, რუსეთის მიერ ანექსირებული ყირიმის ხიდის აღდგენილ ნაწილზე საავტომობილო მოძრაობა განახლდა. 

მედიაში ვრცელდება ფოტომასალა, სადაც ჩანს, როგორ ათვალიერებს რუსეთის პრეზიდენტი, ვლადიმირ პუტინი, აღდგენილ ხიდს.  მეტიც, სახელმწიფო ტელეარხმა აჩვენა მანქანის საჭესთან მჯდომი პუტინი, რომელიც ყირიმის ხიდზე გადაადგილდება. 

პუტინს თან ახლავს ვიცე-პრემიერი მარატ ხუსნულინი, რომელიც სარემონტო სამუშაოებს ხელმძღვანელობდა. 

8 ოქტომბერს, ქერჩის (ყირიმის) ხიდს, – ყირიმის ანექსიის ერთგვარ სიმბოლოსა და ერთ-ერთი საკვანძო სტრატეგიულ არტერიას რუსული ძალებისთვის, – აფეთქების შედეგად ცეცხლი გაუჩნდა.  მიუხედავად იმისა, რომ ხიდზე რემონტი მიმდინარეობდა, მანქანებს შეეძლოთ მოძრაობა მხოლოდ მარცხენა ზოლში, რომელიც აფეთქების შედეგად არ დაზიანებულა.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები