2 3 : 3 3
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

ვაჟა-ფშაველას გამზირზე გვიან ღამით დაჭრილი ახალგაზრდა მამაკაცი გარდაიცვალა

ვაჟა-ფშაველას გამზირზე გვიან ღამით დაჭრილი ახალგაზრდა მამაკაცი გარდაიცვალა. სასწრაფო დახმარების ბრიგადამ ის რესპუბლიკურ საავადმყოფოში გადაიყვანა, თუმცა მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა.

როგორც ადგილობრივები აცხადებენ, გვიან ღამით მათ 10-მდე გასროლის ხმა გაიგეს. გავრცელებული ინფორმაციით ინციდენტი ჩხუბით დაიწყო. 

„სროლის ხმა გავიგე, 5-6 გასროლა იყო,  2 პორციად.  ერთი ამ  სახლის იქით რამდენიმე გასროლა იყო, იქ ბიჭები იყვნენ ატყდა ხმაური,  ეტყობა გამოეკიდა და აქ ესროლა. რომ ჩამოვედით აქ ეგდო დაჭრილი. სისხლში იყო. უგონოდ იყო“-განაცხადა ადგილობრივმა მცხოვრებმა.

მოსახლეობა განმარტავს, რომ შემთხვევის ადგილზე ყოველთვის ხალხმრავლობაა და ხშირად იქ მცირეწლოვანი ბავსვებიც იმყოფებიან.

„შეიძლება ჩვენი ბავშვებიც ყოფილიყვნენ ეზოში, გადაგვირჩნენ ბავშვები უბედურებას.  არ ვიცნობდი ამ ბიჭს, მაგრამ დაჭრილი ამ ეზოს მაცხოვრებელია,“- აცხადებს კიდევ ერთი ადგილობრივი.

როგორც "რუსთავი 2"-ს შსს-ში განნუცხადეს, მომხდარზე საქმე 108-ე და 236-ე მუხლებვით აღიძრა, რაც განზრახ მკვლელობასა და ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შენახვა-ტარებას გულისხმობს. 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები