2 3 : 3 5
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

კრიმინალი

ყვარლის რაიონში მამათილმა რძალს თოფი ესროლა

ყვარლის რაიონის სოფელ საბუეში მამათილმა რძალს თოფი ესროლა, 26 წლის თამარ თამაზაშვილს ჭრილობა ზურგის არეში აქვს მიყენებული. ის სასწრაფო დახმარების ბრიგადამ თელავის რეფერალურ საავადმყოფოში გადაიყვანა, სადაც მკურნალობის კურსი უტარდება.

ადგილობრივების ინფორმაციით, ინციდენტი ოჯახურ კონფლიქტს, კერძოდ კი ეჭვიანობას უკავშირდება. 75 წლის დიმიტრი გივიშვილი პოლიციამ შემთხვევის ადგილზე დააკავა. იარაღი ნივთმტკიცებად არის ამოღებული.

 

მომხდარი შინაგან საქმეთა სამინისტროში "კურიერს" დაუდასტურეს. მათი ინფორმაციით, მამაკაცი გაქცევას შეეცადა, მაგრამ პოლიციამ ის დააკავა.

გამოძიება სსკ-ის 19-108-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც განზრახ მკვლელობის მცდელობას გულისხმობს.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები