0 0 : 3 8
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

დეპუტატის შვილის დაღუპვის საქმეზე პოლიციის 2 ხელმძღვანელი თანამდებობიდან გაათავისუფლეს

შინაგან საქმეთა სამინისტრომ საპარლამენტო უმრავლესობის წევრის ირაკლი ხახუბიას შვილის ავტოსაგზაო შემთხვევევის საქმეზე, რასაც ბექა ხახუბია ემსხვერპლა, შიდა ქართლის საპატრულო პოლიციის 2 ხელმძღვანელი პირი თანამდებობიდან გაათავისუფლა. 

ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს. საგამოძიებო უწყების ინფორმაციით, ორივე პირი გამოძიების დასრულებამდე კადრების განკარგულებაშია გადაყვანილი.როგორც სამინისტროში განმარტეს, აღნიშნული გადაწყვეტილება იქედან გამომდინარე, იქნა მიღებული, რათა გამოძიებას ხელი არ შეეშალოს.

17 მაისს გამთენიისას გორის გვირაბთან მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ფოთის მაჟორიტარი დეპუტატის ირაკლი ხახუბიას ვაჟი, 21 წლის ბექა ხახუბია დაიღუპა. ავარიის მეორე დღეს, ყოფილმა პოლიციელმა ზვიად კუპრავამ სოციალურ ქსელ "ფეისბუქში" გაავრცელა ინფორმაცია, რომ ბექა ხახუბია საპატრულო პოლიციის დევნის ოპერაციისას დაიღუპა.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები