2 3 : 3 5
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

რატომ მალავს კრემლი კორონავირუსს და სინამდვილეში რამდენი პაციენტი იმყოფება ინფექციურ საავადმყოფოში?

რუსეთის ხელისუფლება კორონავირუსით დაინფიცირებულთა რეალურ რიცხვს მალავს – ამის შესახებ ალექსეი ნავალნი რუსეთის მედიკოსთა პროფკავშირების სხვადასხვა ექიმებზე დაყრდნობით ამბობს და უფრო მეტიც, რამდენიმე მათგანი საკუთარ გადაცემაშიც  ჩაწერა. 

“კარდიოლოგიის და გენოკოლოგიის განყოფილებაში აწვენენ, პნევმონიის ნიშნებით პაციენტებს. სანამ ეს პაციენტები შემოჰყავთ მანამდე განყოფილებას ცლიან. ჩვენ ვიცით, რომ პაციენტები Covid19-ით ინფიცირებულები არიან, ამიტომ მოვითხოვეთ დაცვის სპეციალური საშუალებები, რომელსაც სამი დღეა ამაოდ ველოდებით” – უთხრეს მოსკოვის # 1 კლინიკის ექიმებმა.

როგორც ირკვევა, მოსკოვის ინფექციურ საავადმყოფოში 250 პაციენტი წევს, რომელსაც პნევმონიის ნიშნები აქვს, თუმცა საავადმყოფო მონაცემებს მალავს. 


“სულელი ხელისუფლება, რომელიც რეალურად მალავს კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობას, რატომღაც ჰქონიათ რომ რუსეთი წმინდა საზღვრით არის დაცული.  გასაგებია კრემლს რატომ სურს ეს ყველაფერი. იმისთვის რომ 22 აპრილს ჩაატაროს დაგეგმილი ხმის მიცემის პროცედურა, კონსტიტუციის ცვლილებასთან დაკავშირებით” -აცხადებს ალექსეი ნავალნი.
ოფიციალური ინფორმაციით, მოსკოვში მხოლოდ გუშინ 6 ადამიანის დაუდგინდა კორონავირუსი. საერთო ჯამში 36 ინფიცირებულია.  

კომენტარები

მსგავსი სიახლეები