2 1 : 3 0
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

კულტურა

აჭარის მუნიციპალიტეტები კულტურის განვითარების ერთიან სისტემაში ერთვებიან

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო სილეზიის მხარესთან თანამშრომლობით ახორციელებს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მუნიციპალიტეტებისა და სილეზიის სავოევოდოს კულტურის ცენტრების თანამშრომლობის პროექტს.

აღნიშნული პროექტის ფარგლებში 2016 წლის 17-21 მაისს აჭარის რეგიონს სტუმრობს 3 პოლონელი ექსპერტი - ლეშეკ მილოშევსკი, მაცეი ზიგმუნდი, ლუკაშ ძიუბა.

დღეს,17 მაისს, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის განათლების, კულტურისა და სპორტის მინისტრი გიორგი თავამაიშვილი და მინისტრის მოადგილე ნათია სირაბიძე პოლონელ ექსპერტებს შეხვდნენ.

"ჩვენთვის პრიორიტეტულია სოფლად კულტურული ცხოვრების გააქტიურება და გამრავალფეროვნება, რაც უპირველეს ყოვლისა მუნიციპალური კულტურის ცენტრების საქმიანობის გაუმჯობესებით მიიღწევა. ქართულ-პოლონური თანამშრომლობა ხელს შეუწყობს ადგილობრივ ორგანიზაციებს გაეცნონ და გაიზიარონ ევროპული გამოცდილება, დაგეგმონ ერთობლივი სახელოვნებო პროექტები და საერთაშორისო მასშტაბები შესძინონ თავიანთ საქმიანობას" - აღნიშნა შეხვედრაზე მინისტრმა.

სამუშაო ვიზიტის ფარგლებში გათვალისწინებულია პოლონელი ექსპერტების გაცნობითი ხასიათის ტურნე შუახევის მუნიციპალიტეტში. ასევე, დაგეგმილია აჭარის მუნიციპალიტეტების კულტურის სამსახურებისა და კულტურის ცენტრების წარმომადგენლების ერთობლივი შეხვედრები ვორკშოფები.

„აჭარის მთავრობა სილეზიის ოლქთან მჭიდროდ თანამშრომლობს და ამ თანამშრომლობის შედეგია აღნიშნული პროექტი. პოლონელი ექსპერტები სამუშაო შეხვედრებს გამართავენ აჭარაში და რეკომენდაციებს გაგვიწევენ, რა საჭიროებები და საშუალებები არსებობს ადგილობრივი კულტურის ცენტრების განვითარებისთვის“-აღნიშნა ნათია სირაბიძემ.

აჭარისა და ზემო სილეზიის რეგიონების თანამშრომლობის ფარგლებში მეორე ეტაპზე დაგეგმილია ადგილობრივ წარმომადგენელთა საპასუხო ვიზიტი პოლონეთში სამუშაო შეხვედრებისას გამოკვეთილი საჭიროებებისა და დღევანდელობის გამოწვევების საკითხებზე.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები