1 9 : 5 9
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

საერთაშორისო საგანმანათლებლო სიმპოზიუმი და მასტერ-კლასები ქართველი ექიმებისთვის

თანამედროვე  და  სამომავლო ტექნოლოგიები  რთული ტაქიარითმიების  მმართვაში - AF თერაპიის უპირატესობები

13 ოქტომბერს, 10:00 საათზე მრავალფუნქციური ცენტრი რესპუბლიკაში (მის: ვარდების მოედანი, სასტუმრო რედისონ ბლუ ივერიის მოპირდაპირე მხარე)  ევროპისა და საქართველოს გულის რიტმის ასოციაციებისა და სამედიცინო ტექნოლოგიების სფეროში მსოფლიო ლიდერი ორგანიზაცია მედტრონიკის (Medtronic) ორგანიზებითა და მხარდაჭერით გაიმართება საერთაშორისო საგანმანათლებლო კარდიოლოგიური სიმპოზიუმი თემაზეთანამედროვე  და  სამომავლო ტექნოლოგიები  რთული  ტაქიარითმიების  მართვაში”. 14 ოქტომბერს, 10:00 საათზე  სასტუმრო რედისონ ბლუ ივერიაში სიმპოზიუმის ფარგლებში მოეწყობა მასტერ-კლასები ელექტროფიზიოლოგებისა და კარდიოლოგებისთვის.

 

კონფერენციის ფარგლებში საქართველოს გულის რიტმის ასოციაციის პრეზიდენტი ბ-ნი გიორგი პაპიაშვილი, ევროპის გულის რიტმის ასოციაციის წევრები, მედიცინის პროფესორი ესპანეთიდან ბ-ნი ჯოზეფ ბრუგადა წარმოადგენენ უახლეს მიღწევებს რთული კარდიო ვასკულარული დაავადებების მართვაში.


კარდიოვასკულარული დაავადება სიკვდილიანობის ერთ-ერთ ყველაზე გავრცელებულ მიზეზს წამოადგენს მსოფლიოში. ყოველწლიურად კარდიოვასკულარული დაავადებით დაახლოებით, 17 მილიონი ადამიანი იღუპება,  უმეტესწილად გულის შეტევით (ინფარქტით) და ინსულტით. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მონაცემებით, საქართველოში სიკვდილიანობის  მიზეზის 69%-ს სწორედ, გულ-სისხლძარღვთა დაავადებები წარმოადგენს. 2016 წელს, დაახლოებით 17 973 ქართველი გარდაიცვალა  კარდიოვასკულარული დაავადებით.  გულის დაავადებების მქონე პაციენტებში გადარჩენის მაჩვენებლები შესაძლოა, საგრძნობლად გაუმჯობესდეს  სამედიცინო ტექნოლოგიებისა  და შესაბამისი მკურნალობის ხელმისაწვდომობის გაზრდით.

საქართველო იმ ქვეყნების სიაშია, სადაც გულ–სისხლძარღვთა დაავადებები, მათ შორის კი არითმია, გარდაცვალების ძირითადი მიზეზია, ხოლო გულ–სისხლძარღვთა დაავადებით უფრო მეტი ადამიანი იღუპება, ვიდრე ყველა სხვა დაავადებით.  უახლესი კარდიოვასკულარული მეთოდოლოგიების ჩვენ ქვეყანაში ფართოდ შემოტანით, ქართველ ექიმებს ეძლევათ შესაძლებლობა პაციენტებს შესთავაზონ, კარდიოვასკულარული დაავადებების მართვის მოწინავე მეთოდები, გამოცდილებისა და მიღწევების გაფართოების ფონზე.

საერთაშორისო სიმპოზიუმის განმავლობაში ქართველი, ამერიკელი, ესპანელი, ჩეხი და გერმანელი ექსპერტები და პროფესორები ჩაატარებენ სხვადასხვა საგანმანათლებლო სესიებსა და მასტერკლასებს. ჯანდაცვის მომავალისთვის გვჭირდება ახალი მიდგომები და ინოვაციები.

 

ღონისძიების ფარგლებში, ქართველ ექიმებსა და უცხოელ კოლეგებს საშუალება ექნებათ გაეცნონ გულის ქრონიკული უკმარისობის მკურნალობის თანამედროვე მეთოდებს. კონფერენციის ფარგლებში, ასევე, გაიმართება დისკუსია გულ–სისხლძარღვთა დაავადებების გლობალური ტენდეციების შესახებ, გულ–სისხლძარღვთა დაავადებების გავლენასა და არსებულ გამოწვევებზე საქართველოში. დისკუსიაზე, ასევე, განიხილება ეროვნული ჯანდაცვის სისტემის გაძლიერების შესაძლებლობაც. საუბრის ერთ-ერთ თემას, ასევე, წარმოადგენს ქვეყანაში თანამედროვე ტექნოლოგიების, დაავადებების მართვის თეორიასა და პრაქტიკის ხელმისაწვდომობის გაზრდის გზები, რათა შედეგად მრავალ პაციენტს შეუნარჩუნდეს და გაუხანგრძლივდეს სიცოცხლე.



საქართველოს გულის რიტმის ასოციაციის (GEHRA) შესახებ

 

საქართველოს გულის რიტმის ასოციაცია 2011 წელს დაარსდა. მასში გაწევრინებულები არიან გულის რიტმის დარღვევების სფეროში მოღვაწე ქართველი სპეციალისტები. ასოციაციის  მიზანია საზოგადოებას მიაწოდოს ინფორმაცია გულის რიტმის დარღვევების შესახებ. საქართველოში დამკვიდრდეს არითმიის მქონე პაციენტების მკურნალობის თანამედროვე მიდგომები და სტანდარტები. გაუმჯობესდეს პროფესიული კომუნიკაცია ამ სფეროში მოღვაწე ქართველ სპეციალისტებს შორის.

 

ევროპის გულის რიტმის ასოციაციის (EHRA) შესახებ

 

ევროპის გულის რიტმის ასოციაცია (EHRA) წარმოადგენს ევროპის კარდიოლოგიის ასოციაციის ფილიალს, რომელიც 2004 წლის სექტემბერში საფრანგეთში დაფუძნდა. ასოციაციის მიზანია გააუმჯობესოს ევროპელი მოსახლეობის სიცოცხლის ხარისხი გულის არითმიებით გამოწვეული ავადობის და უეცარი კარდიული სიკვდილის შემცირების გზით.

 

 

Medtronic–ის შესახებ

 

კომპანია Medtronic, Inc. (სათაო ოფისი მდებარეობს მინეაპოლისში) (http://www.medtronic.com/us-en/index.html) – არის სამედიცინო ტექნოლოგიების მწარმოებელი ლიდერი კომპანია მსოფლიო მასშტაბით. კომპანიის მიერ წარმოებული ტექნოლოგიები ემსახურება მილიონობით პაციენტს ტკივილის შემსუბუქების, ჯანმრთელობის აღდგენისა და სიცოცხლის გახანგრძლივების მიზნით.

 

 

 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები