0 1 : 2 2
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

Pfizer-ის ვაქცინის მოლოდინში ძვირფას დროს ვკარგავთ – გაბუნია

ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე თამარ გაბუნია ამბობს, რომ Pfizer-ის ვაქცინის მოლოდინში დრო არ უნდა დაიკარგოს. მისი განმარტებით, Pfizer-ის გარანტირებული დოზები მობილიზებულია და დაახლოებით ნახევარი მილიონი მოქალაქისთვის საკმარისია, თუმცა მასზე არჩევანი გარკვეულ წილად ლიმიტირებული იქნება.

“დღეს მომართვიანობა სინოფარმზე არის, მაგრამ არ არის ისეთი მაღალი, როგორიც იყო პირველი პარტია სინოფარმის შემოტანის შემდეგ. შესაძლოა ეს უკავშირდებოდეს იმას, რომ მოსახლეობის ნაწილი უპირატესობას ანიჭებს ფაიზერს და ელოდება ფაიზერის შემოსვლას ქვეყანაში, რა თქმა უნდა, რეალისტურია მათი მოლოდინი და ეს მოლოდინის პროცესი მალე დასრულდება და ჩვენ გადავალთ ფაიზერის ვაქცინაციის ფართო კამპნიაზე.

ფაიზერის გარანტირებული დოზები, რომლებიც ჩვენ გვაქვს უკვე მობილიზებული არის საკმარისი დაახლოებით ნახევარი მილიონი მოქალაქისთვის, ამდენად ეს არჩევანი, გარკვეულ წილად, ლიმიტირებული იქნება და ჩვენ ძვირფას დროს ვკარგავთ ამ მოლოდინის პროცესში”,- თქვა თამარ გაბუნიამ.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები