0 8 : 2 1
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

ინფექციურში ყირიმ-კონგოს ცხელებით გოგონა შეიყვანეს! – რას ამბობენ კლინიკაში

ადიგენში ყირიმ-კონგოს ცხელება დაფიქსირდა. ინფიცირებულია არასრულწლოვანი გოგონა, რომელიც თბილისის ინფექციურ საავადმყოფოში 2 დღის წინ მოათავსეს. 

22 მაისს შემოიყვანეს ცხელებით, ფაღარათით და ყირიმ-კონგოს დამახასიათებელი ყველა სიმპტომით. პაციენტი რეანიმაციულ განყოფილებაში მოვათავსეთ, ჩაუტარდა თერაპიული მკურნალობა, დღეს პალატაში გადმოვიყვანეთ, ტემპერატურამ დაიწია, უტარდება შესაბამისი მკურნალობა. ჩვენთან დარჩება სრულ გამოჯანმრთელებამდე. საყურადღებო პაციენტია, რადგან ყირიმ-კონგო არ არის მარტივი დაავადება“, – ამბობენ კლინიკაში.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები