1 0 : 3 6
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

მგონია, რომ ეს აცრა არ მჭირდება, მაგრამ თუ ექიმები გაწყვეტენ, აუცილებლად ავიცრები, თანახმა ვარ კამერების წინაშე ავიცრა - მეუფე ნიკოლოზი

ახალქალაქისა და კუმურდოს მიტროპოლიტი მეუფე ნიკოლოზი მზადაა კამერების წინ, საჯაროდ გაიკეთოს ვაქცინა, თუ ექიმები გადაწყვეტენ, რომ აცრა მისთვის სასარგებლოა.

"ძალიან ამაღელვა ახალგაზრდა ექთნის გარდაცვალებამ. ძალიან მძიმე შემთხვევა იყო, მაგრამ მინდა ვუთხრა ყველას, რომ ასეთი მოვლენები ხდება. ეს ერთი შემთხვევა თავისთავად არ ნიშნავს იმას, რომ საერთოდ ვაქცინა გამოყენებიდან ამოვიღოთ, მოხდა ასეთი რამ და ძალიან სამწუხაროა. მე ექიმებსაც ვუთხარი და თქვენც მინდა გითხრათ, თუ დამარწმუნებენ კამერების წინაშე, ამიხსნიან კარგად რა ვაქცინაა და შემდეგ მოისმენენ ჩემი ჯანმრთელობის მდგომარეობას, თუ ექიმები გადაწყვეტენ, რომ ჩემთვის ეს აცრა სასარგებლოა, თანახმა ვარ კამერების წინაშე მთელი საქართველოს თვალწინ ავიცრა. მგონია, რომ ეს აცრა არ მჭირდება, მაგრამ თუ ექიმები გაწყვეტენ, აუცილებლად ავიცრები, რომ ხალხი გავამხნევო“ ამბობს მეუფე ნიკოლოზი

კომენტარები

მსგავსი სიახლეები