1 8 : 5 8
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

„ჩამტვრეული აქვს შუშა, სისხლის კვალი…“ – გიორგი კაპანაძის ცოლის მანქანა გატეხეს

ნაციონალური მოძრაობის” წევრის, გიორგი კაპანაძის ცოლის მანქანა გაქურდეს. კაპანაძე ფაქტის ამსახველ ვიდეო მასალას სოციალურ ქსელში აქვეყნებს. 

მანქანას ჩამტვრეული აქვს შუშა, ემჩნევა ანაბეჭდები და სისხლის კვალი. გიორგი კაპანაძე ამბობს, რომ მანქანის სალონი გაჩხრეკილია, ნივთები ამოყრილი. მისივე ინფორმაციით, სავარაუდოდ მოპარულია სუნამო, სათვალე და მსგავსი ნივთები. 

“შინაგან საქმეთა სამინისტრო იქნებ თქვენ მინისტრს გადასცეთ, კორუფციიდან რომ ამოყოფს თავს, კრიმინალსაც მიხედოს, “შესანიშნავ მდგომარეობაში” იმყოფება ვაკეში”, – წერს გიორგი კაპანაძე.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები