0 4 : 5 9
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

სოც. მედია

"უსამართლობა, სიმდაბლე, უნამუსობა და ძალიან მტკივნეულია "

  მომღერალი ქრისტინე იმედაძე თაკო გაჩეჩილაძის ვიდეოს ექხმაურება, რომელშიც ის "ევროვიზიაზე" გასვლის წინ ლოცულობს , აი რა კომენტარს აკეთებს ამაზე ქრისტინე :

„ბოლო დრო ვაკვირდები ფბს და გამიჩნდა სურვილი,რომ სახალხო დაცინვა ისჯებოდეს კანონით! რადგან როგორც მივხვდი ჩვენ -გარდა უმკაცრესი სასჯელის შიშისა - ვერაფრით ვერ ვგრძნობთ ზღვარს! ყველაფერი გადადის დაუნდობლობაში და აჭარბებს ყველანაირ ზრდილობას და ადამიანურობას ... 

ვერ ვგრძნობთ იმას რომ ინტერნეტმა იმდენად დააპატარავა სამყარო, რომ გვინდა ეს თუ არ გვინდა -ყველანი ვართ თითქოს ერთ ოთახში შეკრებილები და რომ ყოველი ჩვენი დაწერილი სიტყვა დღეში მილიონჯერ ასკდება ადრესატს! 

ამ უაზრო ღლიცინში ისე გაერთეთ - აღარც გახსოვთ ეს ყველაფერი საიდან დაიწყო და ადამიანის სცენაზე გასვლის წინ რას აკეთებდა -ზე გაცილებით მნიშვნელოვანი ის იყო თუ რატომ გადიოდა, როგორ წარსდგა და რაოდენ უსამართლო რამ მოხდა! 

და რომ ასეთ დროს ადამიანის სულში ძვრომა,უმოწყალოდ ჯიჯგვნა კიდევ უფრო უსამართლობა, სიმდაბლე, უნამუსობა და ძალიან მტკივნეულია შენი ხალხის მხრიდან! 

მე სიტყვის თავისუფლებას არ ვეწინააღმდეგები მაგრამ ვგმობ სიბოროტეს!

საერთოდ არ ვიცი ამ წუთას რას ფიქრობს ის თქვენზე, არც ვკითხავ ... 

მაგრამ მე არ მომწონხართ ასეთები...“ - წერს იმედაძე.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები