1 1 : 1 7
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

სოც. მედია

ულამაზესი ფოტოები დათოვლილი სიონიდან - როგორი ამინდა მოსალოდნელი საქართველოში აღდგომის დღეებში


გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით,  10 - 11 აპრილს საქართველოში შენარჩუნდება შედარებით ცივი და ნალექიანი ამინდი.

ჰაერის ტემპერატურა დაბლობსა და ბარში +9, +14 გრადუსი იქნება. იქროლებს დასავლეთის მიმართულების ძლიერი ქარი. დედაქალაქში დღეს უნალექო ამინდია მოსალოდნელი, ხვალ, 11 აპრილს -  ხანმოკლე წვიმა ელჭექით.

12 - 15 აპრილს ჰაერის ტემპერატურა მოიმატებს და დასავლეთ საქართველოს დაბლობში +19, +24, აღმოსავლეთ საქართველოს ბარში +15, +20 გრადუსი იქნება. დროგამოშვებით იწვიმებს, ღამის საათებში მაღალმთაში მოთოვს.

16 აპრილს ქვეყნის ტერიტორიის უმეტეს ნაწილზე გამოიდარებს.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები