1 2 : 1 0
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

,,ამ პოსტებით გვარამიას არა, საცვლების გამოფენას ვემიჯნები“- ნანუკა ჟორჟოლიანი ,,რუსთავი 2-ს“ აკრიტიკებს

“რუსთავი 2“-ის ეთერში გამართულ ღია თათბირს, სადაც საუბარი იყო ტელევიზიის წილების გადანაწილებასა და სხვა საკითხებზე, ჟურნალისტი ნანუკა ჟორჟოლიანიც გამოეხმაურა. 

"ვაი, რა ცუდი საყურებელია რაც რუსთავი 2-ზე გადის.

ლეილას, რომელსაც სოციალური დამხმარება შეუწყვიტეს, თამუნას, რომელსაც წამლების ფული არ აქვს, მამამ, რომელმაც ყაჩაღების მოკლული შვილი დაკრძალა, დოდოს, რომელსაც მავთულხლართი გაუვლეს, რუსთავი 2-ის ეთერში უნდა საკუთარი პრობლემების მოსმენა და არა შიდა ინტრიგების. თუ მეტყვით, რომ ისიც არის არხზე, გკითხავთ, გარჩევა, ვის რამდენი პროცენტი შეხვდება, მერე ეს პროცენტი რამდენს დაწერს, ვინ როგორ იხეირებს ეთერში უნდა გადიოდეს?

როცა საცვლებს გარეთ ცოლ-ქმარი ფენს არის საშინელი სანახავი და მე ახლა, რუსთავი 2-ის ეთერში ვუყურებ გამოფენილ საცვლებს. თან დასვრილს.

ეს არ არის სიმართლე რასაც მაყურებელი ხედავს. იმიტომ რომ არიან ადამიანები ( ძალიან ბევრნი და მაყურებელი მათ უფრო კარგად იცნობს) რომლებიც არ ეთანხმებიან იმას, რაც ახლა რუსთავი 2-ის ეთერში გადის.

და ამ მასალის ეთერით გაშვება დარწმუნებული ვარ არ მოსწონს ბევრ რუსთავი 2-ელს.

ჩასაფრებულები იტყვიან, რომ ციხე შიგნიდან გატყა. წილებს საჯაროდ იყოფენო. სხვა კი არაფერი უნდოდა იმ ბრძენ კაცს. (მართლა ბრძენია მგონი.)

მეც მოვხვედრილვარ მო-თუ მეწილეთა სიაში. არ მინდა არანაირი წილი, არცერთი მხარის. მინდა ვიყო წამყანი, დაქირავებული თანამშრომელი, რომელიც 12 წლის სტაჟის მიუხედავად, მფლობელს არ ვეუბნები მომცეს ის, რაც მას ეკუთვნის. (უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილებით სხვას) ხვალ, სხვა კომპანიაში რომ დავიწყო მუშაობა, კომპანიის მფლობელს არ მინდა გაუჩნდეს შიში რომ როდესმე მის საკუთრებას ავახევ.

მოკლედ, არანაირი წილი არ მინდა. არავისი. "წილები გადმომიფორმეს" და მაგიდაზე ხელების ბრახუნის დრო ხომ წარსულს ჩაბარდა 

და არც საკუთარ საცვალს მინდა ვხედავდე ეთერში,"-წერს ჟურნალისტი და შემდეგ უკვე კომენტარში აღნიშნავს: "ამ პოსტებით გვარამიას არა, საცვლების გამოფენას ვემიჯნები. აი ასე, ღიად და ვანახებ ხალხს, რომ მარტო მე არ ვემიჯნები."

 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები