1 2 : 3 7
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

სოც. მედია

სიკეთე გვაძლიერებს: გულნაზ ბეროშვილი "თბილსერვის ჯგუფმა" დაასაქმა

რამდენიმე დღის წინ, "პრესა.ჯი"-მ ინფორმაცია გაავრცელა ქალბატონზე, რომელიც უკიდურესი გაჭირვების გამო თავს მოწყალებით ირჩენდა და სამსახური ოცნებად ჰქონდა გადაქცეული.

ჩვენი პორტალის მიერ გავრცელებულმა მასალამ ინტერნეტ-სივრცეში დიდი დაინტერესება გამოიწვია.

ძალიან სასიხარულოა ის ფაქტი, რომ მასალას იმავე დღესვე გამოეხმაურა "თბილსერვის ჯგუფი" და ქალბატონი გულნაზ ბეროშვილი გასაუბრებაზე სათაო ოფისში მიიწვია. 

"თბილსერვის ჯგუფის" მიერ გავრცელებული ინფორმაციით კი, დღეს ქალბატონი გულნაზი, დირექტორის პირველ მოადგილესთან შეხვედრის შემდეგ, კომპანიაში დასაქმდა. 

"დღეს „თბილსერვის ჯგუფის“ დირექტორის პირველი მოადგილე - დავით დოლიძე ქალბატონ გულნაზ ბეროშვილს შეხვდა და "თბილსერვის ჯგუფში" დაასაქმა. ამის შესახებ ინფორმაცია "თბილსერვის ჯგუფმა" presa.ge -ის მეშვეობით მიიღო.  გულნაზ ბეროშვილი მუშაობას ხვალ დილიდან ისან-სამგორის რაიონში შეუდგება. 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები