0 8 : 2 7
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

ბიზნესი

გალტ & თაგარტი 2023 წლის საფონდო ბირჟებთან დაკავშირებული მოლოდინების შესახებ კვლევას აქვეყნებს

საინვესტიციო ბანკმა „გალტ & თაგარტმა“ 2023 წლის საფონდო ბირჟებთან დაკავშირებული მოლოდინების შესახებ კვლევა გამოაქვეყნა.

კვლევა ეფუძნება მსოფლიოში წამყვანი 10-ზე მეტი საინვესტიციო ბანკის მოლოდინებს შემდეგ წელთან დაკავშირებით. ანგარიში მიმოიხილავს ოთხ ძირითად თემას: 2022 წლის შეჯამებას, 2023 წლისთვის გლობალური ეკონომიკის შესაძლო განვითარების სცენარებს და მოლოდინებს აქციებისა და ფასიანი ქაღალდების საერთაშორისო ბაზრებზე.

საბაზისო მოლოდინის მიხედვით, S&P 500-ს ინდექსი 2023 წლის განმავლობაში 6%-ით უნდა გაიზარდოს, ხოლო ოპტიმისტური სცენარის შემთხვევაში, ზრდამ შესაძლოა 18%-საც კი მიაღწიოს. ფაქტიური შედეგი დიდწილად დამოკიდებული იქნება იმაზე, თუ რა ტემპით შემცირდება გლობალური ინფლაცია, რაზეც მოქმედებს მთელი რიგი მნიშვნელოვანი საერთაშორისო გამოწვევები, მათ შორის რუსეთ-უკრაინის ომი და ჩინეთის ეკონომიკის ჩაკეტვა.

აღსანიშნავია ისიც, რომ ოპტიმისტური მოლოდინებია სავალო ფასიანი ქაღალდების საერთაშორისო ბაზრებზე, რადგან ამ აქტივის კლასში შემავალი ინსტრუმენტების შემოსავლიანობა ისტორიულად მაღალ დონეზეა. ამის მთავარი გამომწვევი მიზეზი ცენტრალური ბანკების მიერ უპრეცედენტოდ სწრაფად გამკაცრებული მონეტარული პოლიტიკაა.

კვლევის ერთ-ერთი მთავარი დასკვნა არის ის, რომ 2023 წელი გამორჩეული იქნება ბაზრების მნიშვნელოვანი მერყეობით. შესაბამისად, ინვესტიციების პასიური მართვის მეთოდი, რომელსაც ხშირად მიმართავენ ინვესტორები, ნაკლებად ეფექტური იქნება ასეთ გარემოში. ამ მოლოდინის გათვალისწინებით, ინვესტორებმა თვალი უნდა ადევნონ მიმდინარე მოვლენებს და შესაბამისად მოახდინონ რეაგირება თავიანთ საინვესტიციო პორტფელებთან მიმართებით.

2022 წელი გამორჩეული იყო მთელი რიგი გლობალური გამოწვევებით, როგორიცაა რუსეთ-უკრაინის ომი და გლობალური ინფლაცია. შესაბამისად, მნიშვნელოვანია საფონდო ბირჟებზე ინვესტირებისას ინფორმირებული გადაწყვეტილებების მიღება, რომელიც ეფუძნება როგორც მიმდინარე მოვლენებს, ასევე მომავალ წელთან დაკავშირებით არსებულ მოლოდინებს. სწორედ ამ მიზნით, აღნიშნულ კვლევაში ჩვენ შევაჯამეთ მსოფლიოს წამყვანი საინვესტიციო ბანკების მოლოდინები 2023 წელთან დაკავშირებით. ამ ანგარიშში ქართველი ინვესტორები გაეცნობიან თუ რა რისკები და შესაძლებლობები არსებობს ინვესტირებასთან დაკავშირებით შემდეგ წელს და რა ინსტრუმენტებში ინვესტირებაა შედარებით მიმზიდველი.

აღსანიშნავია, რომ გალტ & თაგარტი მომავალშიც შესთავაზებს ქართველ ინვესტორებს საფონდო ბირჟებთან დაკავშირებულ პერიოდულ ანალიტიკას.“ – განაცხადა „გალტ & თაგარტის“ მმართველმა დირექტორმა ოთარ შარიქაძემ.

კვლევის სრული ვერსიის გასაცნობად, გთხოვთ ეწვიოთ ვებგვერდს: www.gt.ge

 

 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები