0 8 : 1 7
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

ბიზნესი

საქართველოს ბანკის ინიციატივით, სოფელ ერისიმედში ახალი მულტიფუნქციური საგანმანათლებლო სივრცე - „იდეათეკა“ გაიხსნა

საქართველოს ბანკის პროექტ „იდეათეკის“ ფარგლებში, კიდევ ერთი ახალი, რიგით მეთოთხმეტე მულტიფუნქციური საგანმანათლებლო სივრცე სოფელ ერისიმედში გაიხსნა.

საქართველოს ბანკი, როგორც მაღალი სოციალური პასუხისმგებლობის მქონე ფინანსური ინსტიტუტი, აქტიურად განაგრძობს განათლების მხარდაჭერას და მიზნად ისახავს, საზღვრისპირა, მაღალმთიან და ეთნიკური უმცირესობებით დასახლებულ სოფლებში ფორმალურ და არაფორმალურ განათლებაზე ხელმისაწვდომობის ზრდას. 

სწორედ ამიტომ, პროექტი „იდეათეკა“, ერთი მხრივ, ქმნის მულტიფუნქციურ სივრცეს, სადაც ახალგაზრდებს და დაინტერესებულ პირებს აქვთ წვდომა მრავალფეროვან ბიბლიოთეკაზე, სხვადასხვა შემეცნებით რესურსებზე, ინტერნეტზე, კომპიუტერებსა და პროექტორებზე, მეორე მხრივ კი, აყალიბებს სივრცეს დისკუსიებისთვის, შეხვედრებისთვის და სხვადასხვა ღონისძიებისთვის, რაც ხელს უწყობს ახალგაზრდებში განათლების დონის ამაღლებას, ეხმარება მათ ინტერესების გაღვივებასა და მომავალი პროფესიების შერჩევაში.

დღეს, აღნიშნული ინიციატივის შედეგად, საქართველოს 6 რეგიონში 7 000-ზე მეტ მოსწავლეს აქვს წვდომა როგორც ფორმალური, ასევე არაფორმალური განათლების მისაღებად საჭირო რესურსებზე. თუმცა, ეს საქართველოს ბანკის მიერ განხორციელებული ინიციატივების მხოლოდ ნაწილია.

კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის ფარგლებში განხორციელებული პროექტების შედეგად საქართველოს ბანკმა უკვე 100 000-მდე ახალგაზრდისთვის შექმნა განათლების შესაძლებლობა. 

„საქართველოს ბანკის მთავარი ღირებულება ადამიანებისთვის მაღალი ხარისხის განათლების  მიღების თანასწორი შესაძლებლობების შექმნაა. სწორედ ამიტომ, მიზნად დავისახეთ, გავზარდოთ ახალგაზრდებისთვის ფორმალურ და არაფორმალურ განათლებაზე ხელმისაწვდომობა, თანამედროვე რესურსებსა და ინსტრუმენტებზე წვდომა, რაც ხელს შეუწყობს არა მხოლოდ ახალგაზრდების ინდივიდუალურ განვითარებასა და პროფესიულ ზრდას, არამედ  გრძელვადიან პერიოდში საქართველოს უკეთესი მომავლის შექმნის წინაპირობა გახდება“, - აღნიშნავს საქართველოს ბანკის გენერალური დირექტორი, არჩილ გაჩეჩილაძე.

ინფორმაციისთვის, საქართველოს ბანკმა პროექტ „იდეათეკის“ განხორციელება 2019 წლიდან დაიწყო. ინიციატივის ფარგლებში, საქართველოს მასშტაბით, 6 რეგიონის 13 სკოლაში უკვე გაიხსნა იდეათეკის მულტიფუნქციური სივრცე, რომელიც შესაძლებლობას აძლევს 7 000-ზე მეტ მოსწავლეს, ჰქონდეს წვდომა თვითგანვითარებისთვის საჭირო რესურსებზე. „იდეათეკები“ გაიხსნა შემდეგ ლოკაციებზე: გორის მუნიციპალიტეტის სასაზღვრო სოფლებში (დიცი, ხურვალეთი, ზემო ნიქოზი); თეოფანე დავითაიას სახელობის ქალაქ ფოთის #1 საჯარო სკოლაში, თბილისის 146-ე, ამბროლაურის #1, ოზურგეთის მე-4, ახალქალაქის მე-3, დუისის, ჩოხატაურის #1, ნაბეღლავის, ჯვარის #1 და უდაბნოს საჯარო სკოლებში;

 

 

 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები