არ მოატყუო ზამთარი - მოამზადე ავტომობილი „თეგეტა მ...
გამართული ავტომობილი უსაფრთხო მგზავრობის გარანტია, განსაკუთრებით კი ზამთარში, როდესაც ხილვადობა მცირდება და გზაზე დაბრკოლებები იზრდება. „არ მოატყუო ზამთარი“ – ამ გზავნილით „თე...
|
სერიულ ელექტრომობილს ნიურბურგრინგის „ნორდშლაიფეზე“ ასე სწრაფად აქამდე არასდროს უვლია!
პორშეს ახალმა, სრულად ელექტრიფიცირებულმა ავტომობილმა Taycan Turbo S-მა ლეგენდარულ ტრასაზე ახალი რეკორდი დაამყარა. სუპერსპორტული ავტომობილების გერმანული მწარმოებლის მრბოლელმა ლარს კერნმა Taycan Turbo S-ით ერთ წრეს სულ რაღაც 7 წუთი და 33 წამი მოანდომა, რაც სერიულად წარმოებულ ელექტრომობილებს შორის საუკეთესო შედეგია.
ავტომობილი ახალი Performance-კომპლექტითა და ზონდერკომპლექტაცია Porsche Dynamic Chassis Control-ით (PDCC) იყო აღჭურვილი. უსაფრთხოების წესებიდან გამომდინარე აუცილებელი, დამცავი კარკასისა და სარბოლო სავარძლების გარდა, მანქანა სრულიად შეესაბამებოდა იმ ვერსიას, რომელიც სერიულად იწარმოება. არ შეცვლილა ავტომობილის წონაც.
Performance-კომპლექტში შედის 21-დუიმიანი Spyder-დიზაინის დისკები და უკვე ტაიკანისთვისაც ხელმისაწვდომი სპორტული საბურავები Pirelli P Zero Corsa, ასევე ამ საბურავებზე მორგებული სავალი ნაწილის რეგულირების სისტემა Porsche 4D-Chassis Control, რომელიც რეალურ დროში აანალიზებს ტაიკანის სავალი ნაწილის ყველა სისტემას და უზრუნველყოფს ყველა დეტალის სინქრონულ მუშაობას.
საბურავებთან დაკავშირებით უნდა ითქვას, რომ, როგორცწესი, სპორტული საბურავები შექმნილია სარბოლო ტრასისთვის. მიუხედავად ამისა, მომხმარებელს
ნებისმიერ დროს შეუძლია მათი სტანდარტული საბურავებით ჩანაცვლება. თუმცა, ჩანაცვლების შემთხვევაში, არ არის აუცილებელი შასის თავდაპირველ პროგრამულ უზრუნველყოფაზე დაბრუნება.
ავტომრბოლელი ლარს კერნი: „7:33 - მსგავს დროს წარსულში მხოლოდ სუფთა სუპერსპორტული ბოლიდები აფიქსირებდნენ ხოლმე, ასეთ შედეგს სწორედ ახალი Performance-კომპლექტის წყალობით მივაღწიე. მანქანა კიდევ უფრო მძლავრი და მანევრულია. სტაბილური სვლა ყველაზე მაღალი სიჩქარის დროსაც უზრუნველყოფილი იყო. ტაიკანი შესაფერისია სარბოლო ტრასებისთვის და ეს დამაჯერებლად დაამტკიცა მსოფლიოს ყველაზე რთულ ტრეკზე“.
ტაიკანის წარმოების ხელმძღვანელი კევინ გიკი: „ძალიან გვიხარია, რომ ნიურბურგინგის რეკორდი ელექტრომობილებში ისევ პორშეს ეკუთვნის, დაფიქსირებული სარეკორდო დრო მხოლოდ იმას კი არ გვიჩვენებს, რამდენად დიდი პოტენციალი აქვს ჩვენს ახალ Performance-კომპლექტს, არამედ კიდევ ერთხელ ხაზს უსვამს ტაიკანის სპორტულ გენებს“.
რეკორდისთვის ერთ-ერთი გადამწყვეტი ფაქტორი იყო Turbo S-ის სისტემური სიმძლავრე, რაც 625 ცხენის ძალას შეადგენს. გააქტიურებული Launch Control-ით ადგილიდან, ანუ დაძვრისას, სულაც მაქსიმუმ 761 ცხენის ძალაა ხელმისაწვდომი.
ახალი Performance-კომპლექტი Taycan Turbo S-ის სპორტული ხაზის სედანებზე მხოლოდ გერმანიაში და მხოლოდ 2023 წლის სამოდელო რიგის Taycan Turbo S-შია ხელმისაწვდომი. ავტომობილის ასეთი ვერსიებისწარმოება ახლახან, 2022 წლის ივლისის ბოლოდან დაიწყო. პორშეს უახლეს მოდელებს ქართულ ბაზარზე ბრენდის ოფიციალური წარმომადგენელი, „პორშე ცენტრი თბილისი“ წარადგენს.
„პორშე ცენტრი თბილისი“ „თეგეტა ჰოლდინგში“ შემავალი კომპანიაა, რომელიც ქართულ ბაზარზე 2011 წლიდან ოპერირებს. კომპანია მომხმარებელს პრემიუმ ბრენდის უახლეს ავტომობილებს, ასევე სრულ სადიაგნოსტიკო და სარემონტო მომსახურებას, ორიგინალ ნაწილებსა და აქსესუარებს სთავაზობს. შოურუმის გარდა, მომხმარებელს შესაძლებლობა აქვს, კომპანიის ვებგვერდზე, კონფიგურატორის დახმარებით, სასურველი კომპლექტაციის მოდელი საკუთარი გემოვნებით ააწყოს, რომლის ჩამოყვანასაც „პორშე ცენტრი თბილისი“ უზრუნველყოფს.
გამართული ავტომობილი უსაფრთხო მგზავრობის გარანტია, განსაკუთრებით კი ზამთარში, როდესაც ხილვადობა მცირდება და გზაზე დაბრკოლებები იზრდება. „არ მოატყუო ზამთარი“ – ამ გზავნილით „თე...
მოგზაურობა თიბისი დაზღვევასთან ერთად, საჩუქრების აღმოჩენით იწყება, სამოგზაურო დაზღვევის მომხმარებლებს საჩუქრად 1 GB ინტერნეტი გადაეცემათ. ინტერნეტის გამოყენებას მომხმარებლები, მსოფლიოს ნებისმიერ წერტ...
თბილისში, გიორგი სააკაძის მე-2 გასასვლელის #19-ში, თიბისის მხარდაჭერით, ბიზნეს ცენტრი „ახალი ატრიუმი“ შენდება. ბიზნეს ცენტრი 6 საოფისე და კომერციულ სართულზე ჯამში 11,100 კვ.მ. საო...
12 ნოემბრიდან, თიბისი ბიზნესის მხარდაჭერით და აზროვნების აკადემიის ჩართულობით, სტრატეგიული ბრენდინგით დაინტერესებული პირებისთვის პოდკასტების სერია - “ალექსი ჩიქოვანის დიდი პოდკასტი” იწყებ...
ავტომობილის ერთადერთი დეტალი, რომელიც გზის ზედაპირს ეხება, საბურავია. შესაბამისად, უსაფრთხო გადაადგილებაში განსაკუთრებული როლი სწორედ მას ეკისრება. თუმცა ხშირად რეალობას უგულებელვყოფთ და ბიუჯეტს საკუ...
თიბისისთვის, როგორც ლიდერი ტექნოლოგიური კომპანიისთვის, ეჯაილ პროცესების მხარდაჭერა ძალიან მნიშვნელოვანია. ამის დასტურია ეჯაილ გილდიის შეხვედრები, რომლებიც ორგანიზაციაში ეჯაილ კულტურის განვითარებას, მ...
მოამზადე ავტომობილი ზამთრისთვის და შეამოწმე აკუმულატორი უფასოდ „თეგეტა მოტორსში“ ზამთრის სუსხიანი დღეების მოახლოებას ტემპერატურის მკვეთრი კლება ყოველდღიურად გვახსენებს. შესაბა...
ნოემბერი 2024 | ||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
| ||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
|
კომენტარები