2 0 : 2 5
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

ბიზნესი

განახლებული Mazda CX-5 საქართველოშია - რა შეცვალეს იაპონელებმა 2022 წლის მოდელში?

 

„მაზდას“ ყველაზე გაყიდვადი მოდელი - განახლებული SUV Mazda CX-5 ქართველი მომხმარებლისთვის „მაზდა ცენტრი თეგეტაშია“ ხელმისაწვდომი. იაპონურმა ავტომწარმოებელმა ერთ-ერთ საუკეთესო მოდელში მნიშვნელოვანი ცვლილებები წელს შეიტანა. ახალ ავტომობილში შეხვდებით როგორც ექსტერიერისა და ინტერიერის ცვლილებებს, ისე განახლებულ ფუნქციურ მახასიათებლებს. 

„Mazda CX-5 იაპონური ბრენდის ერთ-ერთი საუკეთესო მოდელია. ამ ავტომობილის განახლებული ვერსია მსოფლიო ბაზარზე მიმდინარე წელს წარადგინეს. „მაზდა ცენტრი თეგეტამ“ კი ავტომობილი ხელმისაწვდომი უკვე ქართველი მომხმარებლისთვისაც გახადა. Mazda CX-5 გამორჩეულია დიზაინითაც და ტექნიკური, ფუნქციური მახასიათებლებითაც. ეს ავტომობილი იდეალური გადაწყვეტაა როგორც ქალაქის პირობებში, ისე შორ გზაზე სამოგზაუროდ“, -  Tegeta Premium Vehicle დირექტორი პეტრე წაქაძე.

ახალი ავტომობილის ექსტერიერში იაპონური ბრენდის დიზაინერებმა მსუბუქი ცვლილებები შეიტანეს. Mazda CX-5-ის რადიატორის ცხაურა კიდევ უფრო დაიხვეწა, წინა და უკანა განათების სისტემა კი - განახლდა. გაიზარდა წინა ბამპერის საშხეფარი, ხოლო უკანა ბამპერის რეფლექტორი დაპატარავდა.

Mazda CX-5-ის ინტერიერში, ცენტრალურ კონსოლზე, სმარტფონების დასამუხტი განყოფილება დაემატა, ბენზინისძრავიან და სრულამძრავიან ვერსიებს კი - სვლის რეჟიმების გადამრთველი. გაიზარდა ინფორმაციული ბორდკომპიუტერის ზომა 10.25 ინჩამდე. განახლებულ მოდელში შეიცვალა საბარგული, სადაც დამატებითი სათავსო გაჩნდა.

ავტომობილის ინტერიერი ნაპას ტყავსა და მოშავო-მონაცრისფრო დაზოლილ ჩანართებს მოიცავს. Mazda CX-5-ში დამატებულია „ვაირლეს ჩარჯერი“. ახალ ავტომობილში საგრძნობლად შეიცვალა და დაიხვეწა დისკის ვიზუალი.

იაპონურმა ავტომწარმოებელმა ტექნიკური მახასიათებლების დახვეწაზეც იზრუნა და მეტი კომფორტისთვის Mazda-ს განახლებულ მოდელში ავტომობილის ძარა, ხმაურიზოლაცია და დაკიდების სისტემა გააუმჯობესა. CX-5-ის მართვის დროს მის სალონში ახლა კიდევ უფრო ნაკლები ხმაური აღწევს.  

მნიშვნელოვანი ცვილელებაა Off-Road ღილაკი და გაზრდილი კლირენსი, რაც დაგეხმარებათ უგზოობის დროს, მარტივად და ეფექტურად გადალახოთ ბარიერები.

ავტომობილში გაუმჯობესდა  ე.წ. საცობის ასისტენტი, რომლის ახალი ფუნქციებიც მძღოლს ავტობანზე აჩქარებაში, დამუხრუჭებასა და მოხვევაში დაეხმარება.

განახლებული CX-5-ის შეძენა შესაძლებელია როგორც წინა, ისე სრული ამძრავით. ბენზინის ერთი ძრავა 2,0 ლიტრი მოცულობის 4-ცილინდრიანი აგრეგატია 165 ცხენის ძალით, ხოლო მეორე - 2,5-ლიტრიანი 194 ცხენის ძალით.

განახლებული CX-5-ის შეძენა „მაზდა ცენტრი თეგეტაშია“ შესაძლებელი. ავტომობილის დეტალურად დათვალიერება კომპანიის ვებგვერდზეც შეგიძლიათ.  

--

„მაზდა ცენტრი თეგეტა“ ქართულ ბაზარზე 2011 წლიდან ოპერირებს. „თეგეტა ჰოლდინგის“ შვილობილი კომპანია იაპონური ბრენდის ერთადერთი ავტორიზებული იმპორტიორია საქართველოში. კომპანია ქართველ მომხმარებელს, Mazda-ს ბრენდის ახალი ავტომობილების გარდა, ორიგინალ ნაწილებსა და საგარანტიო სერვისსაც სთავაზობს.      

 

 

 

 

 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები