„თეგეტა ჰოლდინგი“ და „რინგოვეტი“ მიუსაფარი ცხოველე...
ჩვენს ოთხფეხა მეგობრებს ჯანმრთელობის პრობლემები ხშირად შეჰქმნიათ; დაშავებული ძაღლი თუ კატა ქუჩაშიც ბევრჯერ გვინახავს და დახმარების სურვილიც გაგვჩენია. თუ აქამდე ერთადერთი გამოსავალი მათი უ...
|
საგამოფენო კომპანია Expo Batumi-ს ორგანიზებით, ბათუმში 8, 9 და 10 მარტს წიგნისა და განათლების მე-2 საერთაშორისო გამოფენა BATUMI BOOK & EDUCATION 2024 გაიმართა, სადაც „თეგეტა აკადემიამ“ საავტომობილო სფეროთი დაინტერესებულ პირებს უმასპინძლა.
ავტორიზებულმა კოლეჯმა გამოფენაზე არსებული და სამომავლო პროგრამები წარუდგინა დამსწრეებს, ასევე გააცნო ელექტუდის სასწავლო პლატფორმა, რომელიც USAID-თან თანამშრომლობით დანერგა. დაინტერესებულებს ღონისძიებაზე შესაძლებლობა ჰქონდათ, ამომწურავი ინფორმაცია მიეღოთ აკადემიის საქმიანობის შესახებ და გაეგოთ უფრო მეტი თემაზე „კარიერული პერსპექტივები საავტომობილო ინდუსტრიაში“.
„თეგეტა აკადემია“, „ტრანსფორდსა“ და USAID-თან პარტნიორობით, ფოთში ახალ ფილიალს გახსნის, ხოლო ბათუმში უკვე არსებულს გააფართოებს. პროექტის ფარგლებში, 19 სასწავლო პროგრამა შემუშავდება და, ჯამში, მომდევნო ორი წლის განმავლობაში 300-ზე მეტი ადამიანი გადამზადდება.
გიორგი ცინარიძე, „თეგეტა აკადემიის“ კომერციული პროექტების სამსახურის ხელმძღვანელი: „თეგეტა აკადემიისთვის“ მნიშვნელოვანია მსგავს ღონისძიებებში ჩართვა და აქტიური მონაწილეობა.საავტომობილო სფეროთი დაინტერესებულ ადამიანებს შესაძლებლობა მიეცათ, გაეგოთმეტი, დაესვათ კითხვები და მიეღოთ მათთვის საჭირო და სასარგებლო ინფორმაცია. „თეგეტა აკადემია“ სექტემბრიდან ფოთსა და ბათუმში მაღალანაზღაურებადი პროფესიების ათვისების შესაძლებლობებს ქმნის და აქტიურად იწყებს სხვადასხვა სასწავლო პროგრამის დანერგვას, სადაც მსურველები მსუბუქი და სატვირთო ავტომობილის შეკეთებასა და სპეცტექნიკის ოპერირებას ისწავლიან. აღნიშნული პროექტი USAID-ის მხარდაჭერით ხორციელდება და მთლიანობაში რეგიონში 19 ახალი სასწავლო პროგრამა შეიქმნება. ეს პროგრამები სერტიფიცირებული იქნება და კურსდამთავრებულები სახელმწიფოს მიერ აღიარებულ სერტიფიკატს აიღებენ. გამოფენაზე ჩვენი მთავარი ამოცანა სწორედ აღნიშნული პროგრამებისა და ახალი შესაძლებლობების იმ ადგილობრივებისთვის გაცნობა იყო, რომლებსაც სამომავლოდ ჩვენთან სწავლისა და ახალი პროფესიების ათვისების სურვილი გაუჩნდებათ“.
BATUMI BOOK & EDUCATION 2024-ის ფარგლებში გაიმართა საერთაშორისო კონფერენცია და მოეწყო სხვადასხვა შემეცნებით-გასართობი პროგრამა. ღონისძიებას, ჯამში, 3000-მდე სტუმარი დაესწრო, რომლებიც პროფესიული განათლებით დაინტერესებული ადამიანები იყვნენ.
--
„თეგეტა ჰოლდინგის“ შვილობილი კომპანია „თეგეტა აკადემია“ არის ავტორიზებული კოლეჯი და მულტიფუნქციური ტრენინგცენტრი, რომელიც 2013 წლიდან ახორციელებს საგანმანათლებლო და საკონსულტაციო საქმიანობას ტექნიკური და ბიზნესის მიმართულებებით. „თეგეტა აკადემია“ კომპანიებს ეხმარება, გააუმჯობესონ სერვისები, ხელი შეუწყონ თანამშრომლების პროფესიულ განვითარებას, წვლილი შეიტანონ სამუშაო ძალის განვითარებაში და გაუზიარონ ახალი ცოდნა და საუკეთესო საერთაშორისო პრაქტიკა.
ჩვენს ოთხფეხა მეგობრებს ჯანმრთელობის პრობლემები ხშირად შეჰქმნიათ; დაშავებული ძაღლი თუ კატა ქუჩაშიც ბევრჯერ გვინახავს და დახმარების სურვილიც გაგვჩენია. თუ აქამდე ერთადერთი გამოსავალი მათი უ...
ჩვენს ოთხფეხა მეგობრებს ჯანმრთელობის პრობლემები ხშირად შეჰქმნიათ; დაშავებული ძაღლი თუ კატა ქუჩაშიც ბევრჯერ გვინახავს და დახმარების სურვილიც გაგვჩენია. თუ აქამდე ერთადერთი გამოსავალი მათი ...
თიბისის მობაილბანკში საინვესტიციო გადაწყვეტილების მიღებას, საინვესტიციო პლატფორმაზე ახალი ფუნქციონალი გაგიმარტივებს. როგორც სხვადასხვა აპლიკაციაში და ონლაინ მაღაზიაში, ახლა უკვე საინვესტიციო პ...
თანამედროვე ადამიანისთვის ტექნოლოგიების საბაზისო ცოდნა აუცილებელი წინაპირობაა ცოდნის გაღრმავების, საქმიანობის გაფართოების თუ წარმატების მიღწევისთვის. სწორედ ამიტომ, თიბისიმ ტექსკოლა დააარსა, რომელსაც...
თიბისიმ და FMO-მ 30 მილიონი აშშ დოლარის საგარანტიო ხელშეკრულებას მოაწერეს ხელი. აღნიშნული საგარანტიო რესურსი FMO-სა და ევროკომისიის ერთობლივი ინოვაციური პროგრამაა, რომელიც მიზნა...
კომპანია “ქართული სამეფო ღვინო” (GRW) რევაზ ყარალაშვილმა ქალაქ ყვარელში 2012 წელს დააარსა. GRW საოჯახო ღვინის კომპანიაა, რომელიც აწარმოებს მაღალი ხარისხის ქართულ ღვინოებს და ექსპორტ...
m² - მა, გალტ ენდ თაგარტისა -ისა და თიბისი კაპიტალის მხარდაჭერით, 25 მილიონი აშშ დოლარში დენომინირებული საჯარო ობლიგაციები გამოუშვა. m² (საქართველოს უძრავი ქონება) პიონერია ქართული ფასიანი ...
აგვისტო 2024 | ||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
| ||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
|
კომენტარები