0 8 : 3 0
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

ბიზნესი

შეცვალე ხუნდები, ნუ გაეხვევი უსიამოვნო თავგადასავლებში – „თეგეტა მოტორსის“ კამპანია გრძელდება

 

ახალი წელი სასიამოვნო მოგონებების დასაგროვებლად საუკეთესო პერიოდია.  საყვარელ ადამიანებთან სტუმრობა და მათთვის საჩუქრების გადაცემა ამ ჯადოსნური დღესასწაულის განუყოფელი ნაწილია. იმისათვის, რომ ახალი წლის სადღესასწაულო დღეები არასასიამოვნო თავგადასავლებად არ გადაიქცეს, აუცილებელია, ზამთრის სუსხიან სეზონს მომზადებული ავტომობილით შევხვდეთ.

თუ არ გსურთ, ვიდეოს გმირის ბედი გაიზიაროთ, აუცილებელია, რომ ავტომობილის ხუნდები დროულად შეამოწმოთ და დარწმუნდეთ მის საიმედოობაში.  სწორედ ხუნდები ასრულებს უდიდეს როლს ავტომობილის მშვიდად და უსაფრთხოდ გადაადგილებაში. სამუხრუჭე ხუნდების დანიშნულებასა და დროულად შეცვლის მნიშვნელობაზე  „თეგეტა მოტორსის“  მსუბუქი ნაწილების პროდუქტის მენეჯერი, დავით მინდიაშვილი საუბრობს.

რა არის სამუხრუჭე ხუნდი და რა  დანიშნულება აქვს მას?

ხუნდი არის სამუხრუჭე სისტემის შემადგენელი უმნიშვნელოვანესი დეტალი. თავდაპირველად ხუნდები მხოლოდ წინა საბურავების გასაჩერებლად იყო განკუთვნილი. დღეს მსუბუქი ავტომობილების 100%-ს სამუხრუჭე ხუნდები აქვს როგორც წინა, ისე უკანა მხარეს. ავტომობილის აგებულებაში ხუნდი საკმაოდ სწრაფად ცვეთადი ნაწილია და მისი შეცვლის დროს წინასწარ ვერ განვსაზღვრავთ. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ზამთრის თოვლიან გზებზე ავტომობილით გადაადგილებისას გვქონდეს მაღალი ხარისხის, რესურსიანი ხუნდები.

სამუხრუჭე ხუნდების არსებობა წინა და უკანა მხარეს და მათი თანაბარი, ერთდროული მუშაობა უზრუნველყოფს ავტომობილის როგორც სწრაფ, მკვეთრ, ისე საჭიროების შემთხვევაში მდორე დამუხრუჭებას.

რა ნივთიერებისგან მზადდება ხუნდების ზედაპირი?

წლების წინათ ხუნდების შემადგენლობაში შედიოდა აზბესტი. ეს არის მასალა, რომელიც ხუნდებს სითბოს შთანთქმასა და გაფანტვაში ეხმარებოდა, თუმცა, რადგან აზბესტი ადამიანის ჯანმრთელობისათვის მავნე ნივთიერებაა, თანამედროვე ხუნდების შემადგენელ კომპონენტებში მას ვეღარ ნახავთ. დღეს ხუნდები ძირითადად ორგანული ნივთიერებებისგან მზადდება, ისეთებისგან, როგორებიცაა მინა და რეზინი. ასევე ფისები, რომლებსაც შეუძლია მაღალ სითბოს გაუძლოს და უსაფრთხოა როგორც გარემოსთვის, ისე ადამიანის ჯანმრთელობისათვის. მის შემადგენლობაში ასევე შედის რკინა, სპილენძი, ფოლადი და გრაფიტი. ყველა ეს კომპონენტი ერთმანეთშია შერეული და ქმნის ხუნდის ზედაპირს.

რა სიხშირით უნდა შეიცვალოს სამუხრუჭე ხუნდები?

არ არსებობს კონკრეტული გარბენი ან დროის ინტერვალი, რომლის მიხედვითაც უნდა შეიცვალოს ხუნდები. მათი შეცვლა განისაზღვრება არა დროის ინტერვალით, არამედ მისი ზედაპირის მდგომარეობით. თუკი ხუნდების შემხები ზედაპირის სისქე 2მმ-მდე მივა, აუცილებელია მისი შეცვლა. ხუნდის ზედაპირის ცვეთა დამოკიდებულია მის ხარისხსა და შემადგენლობაზე. ასევე დიდი მნიშვნელობა აქვს გზის ზედაპირს. იმ შემთხვევაში, თუ თქვენ ძირითადად ქალაქში გადაადგილდებით და ხშირად გიწევთ ავტომობილის გაჩერება, შესაბამისად, ხუნდები უფრო ინტენსიურად ეხება სამუხრუჭე დისკებს და მაღალია ცვეთის ხარისხი. ხოლო, თუკი თქვენი ავტომობილით ძირითადად საქალაქთაშორისო მაგისტრალებზე გიწევთ მოძრაობა, მაშინ ხუნდიც შედარებით გვიან გაცვდება. შესაბამისად, სამუხრუჭე ხუნდების შეცვლის ინტენსივობა დამოკიდებულია მის მოხმარებასა და ხარისხზე.

რატომ არის აუცილებელი, რომ ზამთარს ხარისხიანი და რესურსიანი ხუნდებით შევხვდეთ?

ჰაერის ტემპერატურა წლის ამ დროს 0°C-იანი ნიშნულს სცდება და გზების ზედაპირი ხშირად იყინება. შესაბამისად, მნიშვნელოვანია, რომ ჩვენი ავტომობილის სამუხრუჭე სისტემა იყოს ეფექტიანი. მოყინულ ან თოვლიან გზაზე გადაადგილებისას მუხრუჭის გამოყენებას დიდი სიფრთხილე სჭირდება. სამუხრუჭე ხუნდის ზედაპირის გაცვეთისას  ავტომობილის გასაჩერებლად სამუხრუჭე დისკებზე ვეღარ იქმნება საჭირო წნევა, ავტომობილის დამუხრუჭების პროცესი არათანაბარი ხდება და თოვლიან ან მოყინულ გზაზე გაგვიჭირდება სწორად დამუხრუჭება, შედეგად კი იზრდება მოცურების ალბათობა.

როგორ უნდა მივხვდეთ, რომ ჩვენი სამუხრუჭე ხუნდები შესაცვლელია?

არის თუ არა ხუნდი შესაცვლელი, ამის გაგება რთული არ არის . თანამედროვე ავტომობილების უმეტესობა აღჭურვილია ხუნდის ცვეთის სენსორით და როდესაც ხუნდის ზედაპირის სისქე კრიტიკულ  ნიშნულს მიუახლოვდება, ამის შეახებ მძღოლი ინფორმაციას მაჩვენებლის დაფაზე ანთებული შესაბამისი  ნიშნით მიიღებს. თუკი თქვენს ავტომობილს არ აქვს ხუნდის ცვეთის მსგავსი სენსორი, მაშინ მისი ზედაპირის გაცვეთის ნიშნებია არასასიამოვნო ხმა მუხრუჭის გამოყენებისას, ვიბრაცია მუხრუჭის სატერფულზე, სამუხრუჭე მანძილის გაზრდა და სხვა. შესაძლებელია ყველა ავტომობილმა სხვადასხვანაირად გამოავლინოს რესურსის ამოწურვის ნიშნები, რადგან დიდწილად სამუხრუჭე ხუნდზეა დამოკიდებული ავტომობილით ჩვენი მშვიდი გადაადგილება, ამიტომ აუცილებლად უნდა შევამოწმოთ ხუნდების ზედაპირის სისქე, საჭიროების შემთხვევაში კი შევცვალოთ.

--

ავტოინდუსტრიის ლიდერი კომპანია „თეგეტა მოტორსი“ ქართულ ბაზარზე 1995 წლიდან საქმიანობს და მომხმარებელს ავტომომსახურების სრულ სპექტრს სთავაზობს, როგორც მსუბუქი და სატვირთო ავტომობილების, ისე ავტობუსებისა და მიკროავტობუსების, ასევე სპეციალური დანიშნულების ტექნიკის მიმართულებით. კომპანიას მთელი ქვეყნის მასშტაბით 29 ფილიალი აქვს, რომლებიც 400 000-ამდე საცალო და 35 000-ამდე კორპორაციულ მომხმარებელს ემსახურება. „თეგეტა მოტორსი“ 300-ამდე მსოფლიო ბრენდის წარმომადგენელია საქართველოში, მათ შორის არის Bridgestone, Michelin, Varta, Shell, Motul, Hengst და სხვა.

 

 

 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები