1 2 : 0 3
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

ბიზნესი

Fitch Ratings-მა თიბისი ლიზინგს „BB-„ სტაბილური პერსპექტივით შეუნარჩუნა

გავლენიანმა საერთაშორისო სარეიტინგო სააგენტომ - Fitch Ratings თიბისი ლიზინგს ქართულ არასაბანკო ფინანსურ ინსტიტუტებს შორის ყველაზე მაღალი საკრედიტო რეიტინგი „BB-„ სტაბილური პერსპექტივით შეუნარჩუნა.

 

Fitch Rating-ის მიერ გავრცელებულ ოფიციალურ ინფორმაციაში ვკითხულობთ, რომ თიბისი ლიზინგი ოპერირებს მხოლოდ საქართველოში და ლიზინგის ბაზრის ლიდერ კომპანიას წარმოადგენს. ის მარტივ დაფინანსებას სთავაზობს როგორც თიბისი ბანკის (BB-/Stable/bb-) კორპორატიულ კლიენტებს, ასევე მცირე და საშუალო ბიზნესს, სტარტაპებსა და ფიზიკურ პირებს.

 

რეიტინგის რამდენიმეწლიანი წარმატებული შენარჩუნება კომპანიის გამჭვირვალობაზე, სიჯანსაღესა და ფინანსურ მდგრადობაზე მეტყველებს, რაც კრედიტორებისა და აქციონერების მხრიდან ნდობისა და მხარდაჭერის ზრდის წინაპირობას ქმნის.

 

როგორც თიბისი ლიზინგის ფინანსური დირექტორი, ნუგზარ ლოლაძე აცხადებს, აღნიშნული მიღწევა საამაყო და საპასუხისმგებლოა, რადგან გამოხატავს კომპანიის განვითარების მზარდ ტენდენციასა და საერთაშორისო ფინანსურ სტანდარტებთან შესაბამისობას.

 

„პირველ რიგში, მოხარულები ვართ, რომ ჩვენი გუნდის ყოველდღიური შრომა ეფექტიანია და ქართულ არასაბანკო ფინანსურ ინსტიტუტებს შორის ყველაზე მაღალი საკრედიტო რეიტინგს ვინარჩუნებთ. Fitch Ratings-ის მიერ დამოწმებული ეს ფაქტი ჩვენი მოკლე და გრძელვადიანი სტრატეგიის სწორ კურსს აღნიშნავს და ინვესტორებთან თუ მომხარებლებთან განსაკუთრებით საპასუხისმგებლო პოზიციაში გვაყენებს. ჩვენ ვქმნით ახალ პროდუქტებს, ვპასუხობთ პოსტ-პანდემიურ გამოწვევებს და საკუთარი წვლილი შეგვაქვს ქართული ეკონომიკის კეთილდღეობის შექმნაში, რაც მიღწეულ შედეგებში აისახება.“

 

19 წელია, რაც თიბისი ლიზინგი  საქართველოში ოპერირებს. მოცემულ ეტაპზე, ბაზრის 76%-ით ის მოწინავე სალიზინგო კომპანიას წარმოადგენს. მისი მართვის ქვეშ 300 მილიონამდე ლარის მოცულობის პორტფელია, რომელიც წარმოების, ინფრასტრუქტურის, მსუბუქი მრეწველობის, განახლებადი ენერგიის, სოფლის მეურნეობის და სხვა სექტორებზე ნაწილდება.

სრულ ანგარიშს შეგიძლიათ გაეცნოთ ბმულზე

 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები