1 1 : 5 7
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

თიბისიმ მდგრადი განვითარების ანგარიში წარადგინა

თიბისიმ მდგრადი განვითარების 2021 წლის ანგარიში წარადგინა, რომელიც მდგრადობის საერთაშორისო სტანდარტებსა და პრინციპებს ეფუძნება. ღონისძიება თიბისი კონცეპტის სივრცეში, 12 ივლისს გაიმართა.

ღონისძიებას ესწრებოდნენ მედიის, საერთაშორისო და ადგილობრივი ორგანიზაციების, სახელმწიფო უწყებების, ასევე თიბისის სხვადასხვა პროგრამის ბენეფიციარები და თიბისის პარტნიორი - მცირე, საშუალო და მსხვილი ბიზნესების წარმომადგენლები.

თიბისისთვის მნიშვნელოვანია მდგრადი განვითარება. კომპანია უკვე მესამედ წარადგენს წლიურ ანგარიშს, რომელიც ასახავს თიბისის წვლილსა და გავლენას ეკონომიკაზე, გარემოსა და საზოგადოებაზე.

ღონისძიებაზე პრეზენტაცია - „30 წლიანი განვითარების მიმოხილვა“ სტუმრებს თიბისის გენერალურმა დირექტორმა ვახტანგ ბუცხრიკიძემ გააცნო. მდგრადი განვითარების ანგარიში კი, გენერალური დირექტორის მოადგილემ, რისკების მართვის დირექტორმა, ნინო მასურაშვილმა წარადგინა. ანგარიშის ფარგლებში, მან, ასევე, ისაუბრა, თიბისის გარემოსდაცვითი, სოციალური და მმართველობის სტრატეგიისა და თიბისის პრიორიტეტული მიმართულებების შესახებ.

ღონისძიების ფარგლებში გაიმართა პანელური განხილვა თემაზე - მდგრადი განვითარების გავლენა საქართველოში. პანელურ განხილვაში მონაწილებდნენ: გაეროს ქალთა ორგანიზაციის წარმომადგენელი თამარ საბედაშვილი, EBRD-ის (ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკი) რეგიონული დირექტორი კავკასიაში კატარინა ბიორლინ ჰანსენი; USAID-ის (ამერიკის საერთაშორისო განვითარების სააგენტო) კერძო სექტორთან თანამშრომლობის კოორდინატორი ბევერლი ჰუვერი, EIB-ის (ევროპის საინვესტიციო ბანკი) წარმომადგენელი ანდრეას ბერკჰოფი და თიბისი ბანკის ბრენდის გამოცდილების, დიზაინისა და მარკეტინგის დირექტორი ნინო ეგაძე.

პანელური განხილვა მიეძღვნა მდგრადი განვითარების გავლენას საქართველოში. მონაწილეებმა ისაუბრეს მრავალფეროვნების მნიშვნელობასა და ქალთა გაძლიერებაზე, ფინანსურ ჩართულობაზე, არაფინანსური სერვისების მნიშვნელობაზე მდგრადი განვითარებისთვის, მდგრადი განვითარების ირგვლივ ცნობიერების ამაღლებასა და      მხარდამჭერ ინიციატივებზე.

„თავისი არსებობის 30 წლიანი ისტორიის განმავლობაში, თიბისი მუდმივად მზადაა, მაქსიმალური წვლილი შეიტანოს მდგრად განვითარებასა და  კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის საკითხებში. თიბისიმ არაერთი მნიშვნელოვანი პროექტი განახორციელა, რომელსაც გარემოსა და საზოგადოებაზე დადებითი გავლენა აქვს. ჩვენ, პარტნიორებთან და დაინტერესებულ მხარეებთან ერთად, მომავალშიც იგივე გულმოდგინებით გავაგრძელებთ მდგრადი განვითარების მიმართულებით აქტიურ ჩართულობას ადამიანების ცხოვრების გასამარტივებლად“ - ვახტანგ ბუცხრიკიძე, თიბისის გენერალური დირექტორი.

თიბისისთვის პრიორიტეტულია ისეთი საკითხები, როგორებიცაა ბიზნეს სექტორის მხარდაჭერა,  მომხმარებელთა და თანამშრომელთა უფლებების დაცვა, შრომითი პირობების გაუმჯობესება, სამუშაო ადგილების მრავალფეროვნება, ქალთა ეკონომიკური გაძლიერება, ციფრული ტექნოლოგიების განვითარება, მდგრადი დაფინანსება, გარემოსდაცვითი საკითხები, კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობა,  ფინანსური განათლება და სხვა.

მდგრადი განვითარების ანგარიშში წარმოდგენილია ის შედეგები, რომლებსაც თიბისიმ 2021 წელს მიაღწია, ასევე ამ მიმართულებით კომპანიის სამომავლო გეგმები. თიბისი არაერთი პროექტის ავტორი, დამფინანსებელი და მხარდამჭერია, რომელიც ზემოთ ჩამოთვლილ თემებს ეხმიანება.

თიბისის მდგრადი განვითარების ანგარიშის სრული ვერსია ხელმისაწვდომია თიბისის ვებ-გვერდზე  –  www.tbcbankgroup.com

 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები