1 6 : 4 0
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

სტარტაპ პრე-აქსელერატორი 2022 იწყება

 

Impact Hub Tbilisi იწყებს განაცხადების მიღებას სტარტაპ პრე-აქსელერატორში, რომელიც თიბისის პროგრამასტარტაპერის“ მხარდაჭერით ხორციელდება და მიზნად ისახავს, ადგილობრივი ტექნოლოგიური სტარტაპების განვითარებას.

 

2022 წლის პრეაქსელერაციის პროგრამაზე განაცხადების მიღება დაწყებულია და გაგრძელდება 20 თებერვლამდე. განაცხადის შესავსებად გადადით ბმულზე: https://bit.ly/PreAcceleratorForm.

წელს პრე-აქსელერატორში 10-15 ადგილობრივი სტარტაპი ჩაერთვება, რომელთა შერჩევაც მოხდება წინასწარი განაცხადების საფუძველზე. მონაწილეობის მიღება შეუძლიათ ადრეულ საფეხურზე მყოფ სტარტაპებს, რომლებიც ქმნიან ან ეფუძნებიან ტექნოლოგიებს და მზად აქვთ პირველადი პროტოტიპი (MVP) ან ჩამოყალიბებული სამოქმედო გეგმა მის შესაქმელად.

პრე-აქსელერატორი ჩატარდება ჰიბრიდულ ფორმატში (ონლაინ და ფიზიკური შეხვედრები), გრძელდება12 კვირას (მარტი 2022 - ივნისი 2022) და შედგება 5 ძირითადი კომპონენტისგან:

1.      თემატური სამუშაო სესიები (კვირაში 3 დღე, 2 საათი)

2.      ინდივიდუალური შეხვედრები მენტორთან (კვირაში 1 დღე, 1 საათი)

3.      ნეთვორქინგი - P2P შეხვედრები, გამოცდილების გაზიარება, მოწვეული სპიკერები, ყოველკვირეული Stand-up

4.      იმფაქთ ჰაბის საერთო სამუშაო სივრცით სარგებლობა (მოთხოვნის შესაბამისად)

5.      დემო დღე - მონაწილე სტარტაპები წარდგებიან ინვესტორების წინაშე, სადაც საშუალება ექნებათ მოიპოვონ ინვესტიცია სტარტაპის განვითარების და გაფართოების მიზნით

მონაწილე სტარტაპები გაიღრმავებენ ცოდნას რამდენიმე მიმართულებით: პროდუქტის განვითარება და ვალიდაცია, მომხმარებლის სეგმენტაცია, ფასეული შეთავაზება, მარკეტინგი, ბრენდინგი, რეკლამა, გაყიდვები, Growth Marketing, MVP -  ტექნიკური პროდუქტის შექმნა, ბიზნესმოდელი და ფინანსები, Pitch Deck, დაფინანსების წყაროების მოძიება.

პრეაქსელერატორის დასრულების შემდეგ სტარტაპებს მზად ექნებათ: ბიზნესგეგმა/ბიზნესმოდელი, ფინანსური გეგმა, საკომუნიკაციო სტრატეგია, პროდუქტის პროტოტიპი ან მისი შესრულების ტექნიკური გეგმა, Pitch Deck, საინვესტიციო წინადადება დაფინანსების წყაროების მოსაძიებლად.

მნიშვნელოვანი თარიღები:

  • 26 იანვარი - 20 თებერვალი - აპლიკაციების მიღება
  • 7 თებერვალი - საინფორმაციო შეხვედრა (ონლაინ)
  • 20 თებერვალი - 11 მარტი - მონაწილე სტარტაპების სელექცია (მეორე ტური)
  • 14 მარტი - 1 ივნისი - პრეაქსელერაცია
  • 2 ივნისი - დემო დღე

სტარტაპ პრე-აქსელერატორი Impact Hub Tbilisi-ის საინიციატივო გუნდის მიერ (ელენე ჟვანია და ქეთევან ებანოიძე, Impact Hub Tbilisi-ის თანადამფუძნებლები, ნინუცა ნანიტაშვილი, DevRel პროგრამის მენეჯერი Google-ისთვის (EPAM), მირიან ხომერიკი, ტექნიკური პროექტების მენეჯერი, Clientela, ვასილ ჩუბინიძე, „ჟუჟუნა“ ღვინოს თანადამფუძნებელი, მარკეტერი) 2021 წელს დაფუძნდა. გუნდმა სპეციალური გადამზადების კურსი გაიარა წამყვან საერთაშორისო აქსელერაციის პროგრამაში და მიღებულ გამოცდილებაზე დაყრდნობით ჩამოაყალიბა ლოკალური პრე-აქსელერაციის პროგრამა, რომელიც ადგილობრივი სტარტაპ ეკოსისტემის გამოწვევებს პასუხობს. პირველი ნაკადის დემო დღე 2021 წლის ივნისში გაიმართა, პროგრამაში მონაწილე სტარტაპებმა საერთო ჯამში 500 000 ლარის ინვესტიცია/გრანტი მოიპოვეს.

 

მეტი ინფორმაცია პროგრამის შესახებ იხილეთ აქ: https://bit.ly/IHTPreAccelerator.

 

 

 

 

 

 

 

 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები