1 0 : 1 9
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

,,პოსტი მათთვის, ვისაც სახლში დარჩენა ჰგონია ხსნა. მეგობრებო, ჩვენ უბრალოდ შიმშილით დავიხოცებით!"

კორონავირუსი/Covid-19 ფორუმი-ს ერთ ერთი წევრი, ნიკა კოდუა სტატუსს აქვეყნებს, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ: 

პოსტი მათთვის, ვისაც სახლში დარჩენა ჰგონია ხსნა. მეგობრებო, ჩვენ უბრალოდ შიმშილით დავიხოცებით.

ჩემი აზრი მინდა გითხრათ, რომ "დარჩი სახლში" ერთადერთი სწორი გამოსავალია პანდემიის დროს. მხოლოდ ისაა გასათვალისწინებელი, თუ რას ვგულისხმობთ ფრაზაში დარჩი სახლში და რას ემსახურება ამგვარი მასიური უმოქმედობა.

მე პირადად ვიყავი დარჩი სახლში-ს მომხრე და მქონდა ლოგიკური მიზეზი ამის, რაც საერთოდ არ არის სოციალური დისტანცია, როგორც შეიძლება ერთი შეხედვით ჩანდეს ამ ფრაზის კონტექსტი.

"დარჩი სახლში" ჩემთვის ასოცირდება იმ ლოგიკურ ვადასთან, რომელიც უნდა მივცეთ მთავრობას, რომ მან და ჯანდაცვის სამინისტრომ შემოგვთავაზოს გეგმა ამ სახლში დარჩენილებს, თუ როგორ და რა რეკომენდაციებით გამოვიდეთ გარეთ, რამეთუ ჩვენი ქვეყნისთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ჩვენ ვიყოთ გარეთ. უმეტესი წილი ჩვენი ქვეყნის, დღიური შრომით ირჩენს თავს. მათთვის რისი ტოლფასია სახლში დარჩენა, ამაზე აღარ ვისაუბრებ.

როდესაც ვწერდი, რომ დარჩით სახლში მეთქი, ეს არ იყო მიმართული იმისთვის რო ახალი ტიკტოკერები შემატებოდა მსოფლიოს ქართველების სახით, ახალი ფბ ჯგუფები შექმნილიყო სადაც გავერთობოდით, არც ის მიგულისხმია, რომ ტინდერზე გადაგვენაცვლა ერთმანეთის გასაცნობად. ანუ, სულ სხვა მიზანს ემსახურება დარჩი სახლში, თორე ეგ ონლაინ რეკომენდაციები თუ როგორ გავერთოთ სახლში, ყლეზე მეკიდა, მკიდია და მეკიდება, უთქვენოდაც კარგად გავატარებ საკუთარ ოთახში საათებს. საერთოდ არ ვთვლი რო ვინმეს რჩევა და გამხნევება მჭირდება, მითუმეტეს თუ ამ ვინმეს შუბლზე ლურჯი ფლომასტერით აწერია "ლაქშერი ლაიფ". ამისთვის ნამდვილად არ დამიწერია, სახლში დარჩით მეთქი, შეიძლება მე ვწერდი ცუდად, ბოლომდე ვერ გადმოვეცი აზრი, არ ვიცი..

დარჩი სახლში გულისხმობდა იმ ლოგიკურ ვადას, რომელშიც მე უნდა მიმეღო რეკომენდაციები და სამოქმედო გეგმა, თუ როგორ არ ჩავვარდეთ იმ ორმოში ისე ღრმად, რო ვეღარ ამოვიდეთ.

ეს ლოგიკური ვადა ჩემთვის ამოიწურა და ნებისმიერი ვადით კარანტინის გაგრძელება, ჩემთვის გახდა ამოუხსნელი იდიოტიზმი, რადგან დარჩი სახლშის არ მოაქვს არანაირი შედეგი.

არ არსებობს არანაირი სამოქმედო გეგმა და რეკომენდაცია გარდა "მომავალი 3-4 კვირა რთული იქნება".

ერთადერთ სამოქმედო გეგმას რასაც ვხედავ, არის მარჯვნივ და მარცხნივ დაწერილი ჯარიმები ხალხზე, რომლებსაც 3000 კიარა, 300 ლარის გადახდაც კი დაუმძიმებთ ცხოვრებას.

მანქანით გადაადგილების აკრძალვით, მეტად რთული გახდა სახლში დარჩენა, რადგან ზოგს არ გვაქვს იმის ფუფუნება 2 თვის მარაგი საჭმელი მოვიმარაგოთ სახლში და განსხვავებით იმ ფლომასტერ მიხატული გაიდორებისგან, რომლებმაც ნახევარი კარფური გაზიდეს პირველივე კვირაში.

რასაც მე ვაკვირდები, კორონა ვირუსი არის იმუნოდამრღვევი ვირუსი, რომელიც კლავს (უმეტეს შემთხვევაში) ქრონიკული დაავადების მქონე ადამიანებს. ადამიანური ენით რომ ავხსნათ, ვისი ჯანმრთელობა ცუდ მდგომარეობაში იყო ვირუსამდე, ან დაქვეითებული ჰქონდა იმუნიტეტი, ისინი ხდებიან მსხვერპლნი დაავადების, რომელმაც 3 მილიონამდე ადამიანი იმსხვერპლა მსოფლიო მაშტაბით, რაც რა თქმა უნდა საშინელებაა, მაგრამ ნამდვილად არ არის იმის ტოლფასი, რომ გააჩერო ქვეყანა და მოქალაქეები შიმშილით დახოცო. შეიძლება ძალიან არაჰუმანურად ჩამთვალოთ, მაგრამ არც ჩემთვის ხართ ნაკლებნი, ვისაც არამარტო მოქალაქეები, არამედ მთლიანი ქვეყანა შიმშილისთვის გემეტებათ.

საგრძნობლად იმატა ნაგვის ურნებთან ადამიანების რიცხვმა, რომლებიც ცდილობენ ნარჩენები მიიტანონ სახლში. როგორ უნდა დარჩნენ სახლში? ინტერნეტიც არ აქვთ, რო თქვენ გაიდებს და ტიკტოკებს უყურონ, თორე ხო არ გამოვიდოდნენ გარეთ, იცხოვრებდნენ მშვიდად და ბედნიერად, საჭმლის გარეშე თქვენი ვიდეოების წყალობით.

ვერსად ვხედავ იმ "მიზნობრივ დახმარებებს", რომელსაც მთაავრობა ამდენი ხანია პირდება ხალხს, რომელსაც ლუკმა პურის ფული არ აქვს. აღარ არსებობს მეტი ფირმა ბეენვე მანქანები და აუზიანი სახლები ეს დედა მოტყნული, რაც იყო თქვენი სანაცნობო წრისაა უკვე ყველაფერი. რაღაც ხალხსაც რო მოვახმაროთ არა? მართლა ვერ ვხვდები, რა ვერ გაძეხით ამდენი პულის მოპარვით.

ვერსად ვხედავ ინფორმაციას, თუ კონკრეტულად რას მოხმარდება კოვიდის წინააღმდეგ შექმნილ ფონდებში გადარიცხული მილიონები, უცხოეთიდან მოძიებული ფინანსები და ა.შ. რომლითაც ყოველდღე გვახარებენ ტელევიზორში. გამოენძრევა ვიღაცა და "აი საქართველოს 150 მილიონი აჩუქეს"

და?

ან იმ სირების თავში ჩამახედა, ვინც ჩვენ ქვეყანას თუნდაც 1$ ფინანსურ დახმარებას აძლევს. ნეტა მერე არ ინტერესდებიან რას მოხმარა ეს ფული? განა ასეთს რას აყალბებენ ეს ჩემისები, ესეც დიდუბის კორპუსის ტენდერი ხო არაა, გურამას ბიძაშვილს რო დაურეკო და ფერადი ქსეროქსით ამოაბეჭდინო რამე.

პირბადეებში იხარჯება ეს მილიონები? რისგან იცავს ეგ პირბადე, 1 თვეში რაც მოხდება ქვეყანაში კრიზისის გამო, მაგისგან დაიცავს?

დარჩი სახლშის ლოგიკური ვადა პირნათლად შევასრულე მეც და ქვეყნის ძალიანმა დიდმა ნაწილმაც, მაგრამ შედეგად მივიღე ის, რომ როგორც მთავრობამ, ასევე ჯანდაცვამ ერთად ჩაიჯვა.

დავუშვათ,

დავუშვათ და გასკდა ვირუსი, პანდემია დაიწყო, გავრცელდა რა ეს ვირუსი, მერე რას ვშვებით? 1500 კაცს ვმკურნალობთ მარტოო, დანარჩენებმა თქვენითო. ანუ, მთელი 3 თვის მანძილზე, თუ რამდენიცაა, სახლში იმის გამო ვიჯექი, რო გამოენძრეს ვიღაცა ტელევიზორში და მითხრას, რო მხოლოდ 1500 დაინფიცირებულს გაქაჩავს ქვეყანა?

სულ ესაა?

იმედია, ოდესმე დასრულდება ეს კორონა. აი დაჟე კორონა არ დასრულდეს, უბრალოდ ფრენა განახლდეს. თქვენ მერე დათვალეთ ამ ქვეყნიდან "გაქცეული" კარგი ახალგაზრდების რაოდენობა, აქ ცხოვრება მართლა გაუსაძლისი ხდება.

ეს ალბათ ერთადერთია, რაც საქართველოს ისტორიაში არსებულ დინამიკას მუდამ თან სდევს. მუდამ მძღნერში ვიყავით, ვართ და ვიქნებით. აი ასე ააამხელა, ნიკოფსიიდან დარუბანდამდე მძღნერში.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები