1 0 : 0 6
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

ექიმს უთქვამს, დამიძახე და თუ ძალიან ცუდად იქნები, სკაფანდრის გარეშე შემოვალო…”

რადიო "თავისუფლების” ჟურნალისტი, ნინო თარხნიშვილი, სოციალურ ქსელში ემოციურ პოსტს აქვეყნებს სადაც წერს იმის შესახებ, თუ რა უთხრა კორონავირუსთან დაკავშირებით მისმა ერთ-ერთმა რესპონდენტმა, რომლის შვილიც კლინიკაში მკურნალობდა. როგორც ნინო თარხნიშვილი წერს ექიმებს საკუთარი სიცოცხლის ფასად უჯდებათ პაციენტების გადარჩენა და სწორედ ამის გამო უკრავენ მათ ტაშს.

"ექიმს პირდაპირ უთქვამს, როგორც კი რაიმე გაგიჭირდება, რა დროც არ უნდა იყოს, იმ წამსვე დამიძახე და მომეცი 15 წუთი, რომ სკაფანდრი ჩავიცვა და თუ ძალიან ცუდად იქნები, არც სკაფანდრს ჩავიცვამ, ისე შემოვალ, მთავარია, დაგვიძახეო”, – ნაწყვეტი ჩემი რესპონდენტის ინტერვიუდან, რომლის შვილიც ინფექციურში მკურნალობდა.

მგონი, ეს არის თავგანწირვა, რომელიც ყველა მოკვდავს არ შეგვიძლია. მე ზუსტად ვიცი, რომ არ შემიძლია.
ჰო, ეს არის თავგანწირვა და ამის გამო უკრავენ ხოლმე ტაშს ექიმებს, ზოგი რომ ვერ ვხვდებით და ვამბობთ, რა საჭიროა ტაში, ისინი ხომ თავის საქმეს აკეთებენ”.- წერს ნინო თარხნიშვილი სოციალურ ქსელში.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები