1 0 : 1 2
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

პაატა მანჯგალაძე - „ქართული ოცნება“ არასწორ ცხენზე კი არ დებს ფსონს, თავად არის არასწორი ცხენი, რომელმაც აიწყვიტა და მოსკოვისკენ გარბის

„ქართული ოცნება“ არასწორ ცხენზე კი არ დებს ფსონს, თავად არის არასწორი ცხენი, რომელმაც აიწყვიტა და მოსკოვისკენ გარბის, - ასე ეხმიანება „სტრატეგია აღმაშენებლის“ დეპუტატი პაატა მანჯგალაძე ჟურნალისტებთან დენიელ ფრიდის განცხადებას.

მისი თქმით, არ შეიძლება რუსეთის და საქართველოს ინტერესი ერთმანეთს ემთხვეოდეს.

„ქართული ოცნება" არასწორ ცხენზე კი არ დებს ფსონს, თავად არის არასწორი ცხენი, რომელიც მოსკოვისკენ გარბის, ამაშია საქმე. ეს ცხენი არ მირბის ბრიუსელში, მოსკოვში გარბის. ძალიან ცუდი ცხენია, აიწყვიტა და მოსკოვისკენ გარბის.

ისტორიაში არასდროს მომხდარა, რომ საქართველოს და რუსეთის ინტერესი დამთხვეოდა ერთმანეთს. რუსეთის ინტერესი არის ჩვენი სახელმწიფოს მთავარი წყაროს - საქართველოს მოქალაქის განადგურება და რაში ვემთხვევით ერთმანეთს?"- განაცხადა მანჯგალაძემ.

ინფორმაციისთვის, ყოფილმა ამერიკელმა დიპლომატმა, „ატლანტიკური საბჭოს“ უფროსმა მკვლევარმა დენიელ ფრიდმა „ამერიკის ხმის“ ქართულ რედაქციასთან განაცხადა, რომ საქართველოს მთავრობა „ფსონს არასწორ ცხენზე დებს“ და იმის ნაცვლად, რომ მეგობრებსა და დემოკრატებს ესაუბროს, პარტნიორებთან უცხოვდება და მათ შორდება.

„ევროკავშირს არ სჭირდება მეორე ორბანი და მეორე უნგრეთი“, - განაცხადა ფრიდმა.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები