1 1 : 1 8
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

“მოვდივართ ჭიათურიდან” – დღეს, 16:00 საათზე, პარლამენტთან მაღაროელების აქცია დაიგეგმა

ჭიატურელი გაფიცული მაღაროელების ნაწილი დღეს თბილისში ჩამოვა და 4 საათზე პარლამენტთან გამართავს საპროტესტო აქციას.

“დღეს 16:00 საათზე გელოდებით პარლამენტის წინ. ვმართავთ მშვიდობიან პროტესტს. მოვდივართ ჭიათურიდან”, – აცხადებენ მაღაროელები.

10 მაღაროელი მერვე დღეა შიმშილობს, გუშინ ერთ-ერთმა გაფიცულმა თვალები ამოიკერა, კიდევ ერთმა მოქალაქემ კი თვითდაზიანება მიიყენა და ვენები გადაიჭრა. მანამდე პროტესტის კიდევ ერთმა მონაწილემ პირი ამოიკერა.

“გველაპარაკებიან, გვევაჭრებიან, ვითომ ბაზრობაზე ვიყავი. ამის გამო მე უარს ვაცხადებ, საერთოდ დანახვა არ მინდა, ამის გამო ამოვიკერე თვალები. გადავიღალეთ, თითოეული ჩვენგანი, სანამ ნახევარ ჭიათურას არ ნახავენ თვალებამოკერილს, დაბრმავებულს და დაინვალიდებულს, ამას ელოდებიან?! მიგვიყვანეს ამ ზომამდე, არაფერზე არ მოდიან, ყველაფერზე წუწუნებენ, ერთხელაც არ ყოფილა კომპანიიდან ნება, რომ პირადად თითოეული ჩვენგანისთვის ერთხელ მაინც მოემატებინა თავისით ხელფასი, სულ ომით, სულ გაფიცვით, სულ უბედურებით”, – ამბობს მაღაროელი.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები