1 4 : 3 4
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

კრიმინალი

ხარაგაულში მასწავლებელი უფროსკლასელ მოსწავლესთან სექსუალური აქტის დამყარებას ცდილობდა

ხარაგაულის მუნიციპალიტეტის ერთ-ერთ სოფელში მასწავლებელი გარყვნილი ქმედების ბრალდებით დააკავეს. არსებული ინფორმაციით, ერთ-ერთი საჯარო სკოლის მასწავლებელი უფროსკლასელ გოგონასთან სექსუალური აქტის დამყარებას ცდილობდა, რის გამოც 8 ნოემბერს დააკავეს.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მამაკაცი მოსამართლის განჩინების საფუძველზეა დაკავებული. მომხდარზე გამოძიება 141-ე მუხლით დაიწყო, რაც გარყვნილ ქმედებას გულისხმობს. აღნიშნული მუხლი 10-დან 13-წლამდე პატიმრობას გულისხმობს.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები