2 1 : 5 1
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

აფეთქება ჩინეთის საბავშვო ბაღში - დაღუპულებს შორის ქალები და ბავშები არიან

ჩინეთში,  Chuangxin-ის   საბავშო ბაღთან მომხდარი აფეთქების შედეგად 7 ადამიანი დაიღუპა, 59 მძიმედ დაშავდა, - ამის შესახებ BBC იუწყება. 

მედია საშუალების ინფორმაციით, აფეთქება მაშინ მოხდა, როდესაც მშობლებს ბავშვები ბაღიდან გამოჰყავდათ. მედიკოსების განმარტებით, ამ დროისთვის 9 ადამიანის მდგომარეობა კრიტიკულად მძიმეა. 

 უცნობია რა გახდა აფეთქების მიზეზი. ადგილზე სამართალდამცველები საგანგებო რეჟიმში მუშაობენ.

ამასთან, უცნობია იყო თუ არა ეს ტერაქტი. 


კომენტარები

მსგავსი სიახლეები