0 9 : 5 0
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

ავტოშოუს დროს 17 ადამიანი დაშავდა

ჩამოტვირთვა

პოლონეთის ქალაქ პოზანში, ავტოშოუ Grand Turismo Polonia-ს დროს უბედური შემთხვევა მოხდა. სპორტული ავტომობილის მძღოლმა მართვაზე კონტროლი დაკარგა და მაყურებლების რიგში მთელი სისწრაფით შევარდა. შემთხვევის შედეგად 17 ადამიანი დაშავდა, მათ შორის, რამდენიმე არასრულწლოვანი. ოთხი დაშავებულის მდგომარეობა განსაკუთრებით მძიმეა, თუმცა ექიმები ირწმუნებიან, რომ მათ სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები