1 4 : 5 1
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

ვატიკანის ქურდი საკუთარ თავს მხსნელს უწოდებს

ჩამოტვირთვა

ბენედიქტ მეთოთხმეტის ყოფილი კამერდინერი პაოლო გაბრიელი, რომელსაც საიდუმლო დოკუმენტაციის მოპარვაში ედება ბრალი საკუთარ თავს მხსნელად მიიჩნევს. პაოლო გაბრიელი რომელიც რომის პაპთან ყველაზე უფრო დაახლოებული პირი გახლდათ სასამართლოს წინაშე უკვე წარსდგა. პროცესზე მან განაცხადა, რომ საიდუმლო დოკუმენტებს სატანის წინააღმდეგ ბრძოლის მიზნით იპარავდა. თუმცა გამოძიების მიმდინარეობისას მის სახლში მისსავე სახელზე გამოწერილი 100 ათას დოლარიანი ჩეკი იპოვეს. უცხოური მედიის ცნობით პაოლო გაბრიელის სუფთა წარსული აქვს რაც მას მაქსიმალური სასჯელის 6 წლიანი პატიმრობის თავიდან აცილებაში დაეხმარება, თუმცა რას გადაწყვეტს სასამართლო და ჩაერევა თუ არა საკუთარი კამერდინერის გარშემო ატეხილ სკანდალში რომის პაპი ჯერჯერობით უცნობია.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები