1 4 : 3 7
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

უბედური შემთხვევა: ორი მოზარდი ატრაქციონიდან ჩამოვარდა

ჩამოტვირთვა

ინგლისში, ბილი ბეითსის გასართობ პარკში, ორი თინეიჯერი ბიჭი ატრაქციონიდან ჩამოვარდა და სხეულის მძიმე დაზიანებები მიიღო. 16 წლის არასრულწლოვნები მბრუნავი ატრაქციონის სკამებიდან გადმოცვივდნენ. დენი კეოგმა მოიტეხა მხარი, ჩაემტრვა ნეკნები და გულმკერდის არეში მძიმე ჭრილობები მიიღო. კონორ ბეიკერს ცხვირი და კბილები დაემტვრა. უბედური შემთხვევის ამსახველი ვიდეო ბავშვების მეგობარმა სამოყვარულო კამერით გადაიღო. მომხდართან დაკავშირებით აღძრულია საქმე და გამოძიება უკვე დაწყებულია. სამართალდამცავებს კომენტარი ამ დრომდე არ გაუკეთებიათ. ატრაქციონი დაიხურა და გამოძიების დასრულებამდე არ გაიხსნება. დაშავებული ბავშვების მდგომარეობა სტაბილურია. ორივე მათგანს შესაბამისის სამედიცინო მომსახურეობა უკვე გაეწია. ერთერთ მოზარდს ქირურგიული ჩარევა დასჭირდა.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები